სახალისო გაკვეთილი მე-4 კლასელებისათვის - ვეცნობით ვეფხისტყაოსანს
8 ოქტომბერს, IB-ს დაწყებითი საფეხურის ქართული ენის მასწავლებელმა ლიკა ვეკუამ, ვეფხისტყაოსანის თემაზე არასტანდარტული ფორმატის გაკვეთილი ჩაატარა.
“როგორ გავხადო შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მე-4 კლასელი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო?” -ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა, როდესაც თემის დაგეგმვაზე ვმუშაობდი. რჩევისთვის სკოლის ბიბლიოთეკარ ქალბატონ ნინოს მივმართე.
მან ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები, პოსტერები, რუკები, სამაგიდო თამაში, პაზლები და სხვადასხვა ლიტერატურა შემომთავაზა. იმის არჩევა, თუ საიდან დაგვეწყო გაკვეთილი, ბავშვებს მივანდე: ყველა ეს მასალა ბიბლიოთეკის დიდ მაგიდაზე გამოვფინეთ და ვთხოვეთ მათ, დაეთვალიერებინათ თითოეული ექსპონატი და თავიანთი აზრები გამოეთქვათ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ რუსთაველის გენიალური პოემის განხილვასა და მისი პერსონაჟების ახალი კუთხით დანახვაში. ბავშვებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ვეფხისტყაოსანის სამაგიდო თამაში.
ასე გახდნენ ჩემი მეოთხე კლასელები რუსთაველის კვალზე მოსიარულე მკვლევარები!”, – განაცხადა ლიკა ვეკუამ.