სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები ჩვენს ბაღში
ჩვენი ბაღის ქართული სექტორის მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს დღეს ჯადოსნური დღე ჰქონდათ.
პროფესიების თემასთან დაკავშირებით, ქიმიის გასაოცარ სამყაროში მათი მეგზურები იყვნენ ჩვენი მოსწავლის, ალექსანდრე ღლონტის დედა, სოფო ფაცაცია და თეა სიხარულიძე.
მათ ნამდვილი ჯადოქრობები აჩვენეს ბავშვებს ქიმიური ექსპერიმენტების სახით: პატარებმა ნახეს, თუ როგორ დიდდება და იღებს სხვადასხვა ფორმას ციცქნა აბი, როგორ მზადდება ლიმონათი, როგორ იფრქვევა ვულკანი და იხილეს სხვადასხვა ფერის “სპილოს კბილის პასტა”.
ბოლოს კი, დიდი სიხარულითა და მხიარულებით გაეხვივნენ მშრალი ყინულის კვამლში.