ჭკვიანები

ჭადრაკი

სპეციალისტები თვლიან, რომ პატარები რომლებიც ადრეულ ასაკში სწავლობენ ჭადრაკს კარგ შედეგს აღწევენ სკოლაში. მათ განსაკუთრებით უადვილდებათ ზუსტი მეცნიერებების ათვისება. ამიტომ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პროგრამაში ჩვენ შევიტანეთ ჭადრაკის გაკვეთილებიც. პატარა სწავლობს ფიქრს, იმახსოვრებს, ადარებს, სწავლობს სიბრტყეზე ორიენტირებას. გამოუმუშავდება მიზანდასახულობა, ნებისყოფა, სიმშვიდე.

სტემი

ჩვენი აღსაზრდელები ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობენ. სასკოლო სივრცეში დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ისეთი საგნების მიმართ, რომელსაც სტემი  აერთიანებს.

ჩვენ ვატარებთ მეცადინეობებს ორი მიმართულებით: ლეგო რობოტექნიკა და ინფორმატიკა.

ლეგო რობოტექნიკა სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისოა ასეთი ტიპის სწავლება. აღსაზრდელები ლეგოების და კონსტრუქტორების დახმარებით აგებენ სხვადასხვა ფორმის და ზომის ფიგურების ობიექტებს, ყვებიან მათ შესახებ ისტორიებს და გადმოცემენ აზრებს თუ როგორი უნდათ იყოს მათი ობიექტი რეალობაში. ასეთი სწავლება მოსწავლეებში ავითარებს კრეატიულობას, შემოქმედებითობას, მოტორიკის, მსჯელობის, ანალიზის, შედარების უნარებს.  ასევე ეხმარება აღსაზრდელებს მათემათიკური და ლოგიკურ აზროვნების ჩამოყალიბებაში, მეხსიერების კონცეტრაციაში, მხედველობით-სივრცითი აღქმის განვითარებაში.

ინფორმატიკა

გაკვეთილზე ხდება კომპიუტერული მოწყობილბების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება, მათ დანიშნულებებზე საუბარი.  ალგორითმიზაციის სტრუქტურის გაცნობა და მათი თანმიმდევრულად შესრულება მარტივი ფორმით. კომპიუტერთან მუშაობის უნარების განვითარება.