სპექტაკლის პრემიერა
6 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის პრემიერა გამართეს.
მუზიკლი “ადგილი ორისათვის“ მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინეს და თავიანთი მსახიობის ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია სტუდიის ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და ქორეოგრაფი ბექა ყურაშვილი.
წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
სამომავლოდ “ევროპული სკოლის“ თეატრალური დასი ბაქოში ამავე სპექტაკლის საერთაშორისო პრემიერისთვის ემზადება.