ახალი ამბები

კლუბების გამოფენა

24 Sep 2025

“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის! მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.

პირველი დღე სკოლაში

17 Sep 2025

დღეს ,,ევროპულმა სკოლამ" სამივე შენობაში ფართოდ გაუღო კარი მოსწავლეებს და აღნიშნა კიდევ ერთი საინტერესო, სასწავლო მოგზაურობის დაწყება.

"საბადოს" ლიდერობის აკადემიის სპეციალური შეთავაზება "ევროპული სკოლის" მოსწავლეებისთვის!

26 Jun 2025

თუ ხარ "ევროპული სკოლის" მე-8-მე-12 კლასელი, მოიწვიე მეგობარი ნებისმიერი სხვა სკოლიდან "საბადოს" საზაფხულო კურსებზე.

კალიგრაფიის ხელოვნება - ახალი პარტნიორობის დასაწყისი

16 Jun 2025

,,ევროპულ სკოლასა” და ,,ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას” შორის გაფორმდა…

ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

12 Jun 2025

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 11 ივნისს გაიმართა. სკოლაში შექმნილი საზეიმო განწყობა უკვე ეზოდან იგრძნობოდა, სადაც მაშხალების ამოფრქვევის შემდეგ, მოსწავლეებმა წითელ ხალიჩაზე გაირეს მშობლებისა და მასწავლებლების აპლოდისმენტების თანხლებით.

“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“

18 May 2025

ქართული პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ ღონისძიებაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც ამჯერად იტალიას მიეძღვნა.

“ევროპული სკოლის“ გუნდი წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის ოლიმპიადის პირველ ეტაპზე

28 Apr 2025

12 აპრილს გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჭადრაკში — “ნონა გაფრინდაშვილის თასი“, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპული სკოლის გუნდმა.

14 აპრილი, დედა ენის დღე!

25 Apr 2025

დედა ენის დღის აღსანიშნავად, ევროპულ სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები გაიმართა: თემატური გაკვეთილები, შემოქმედებითი გამოფენები, მოსწავლეთა პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. კვირეული კი საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა, სადაც მოსწავლეებმა ქართული სიტყვა მუსიკით, პოეზიითა და ცეკვით გააცოცხლეს.

ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

16 Apr 2025

15 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.