“წიგნიერებით“ მოტანილი სიხარული

1 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ პროექტით “წიგნიერება“  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

პროექტით გათალისწინეული იყო თავისუფალი გაკვეთილის ჩატარება მესამე და მეოთხე კლასელებთან. მართლაც, ეს იყო არაჩვეულებრივი და თავისუფალი გარემო, რომელშიც რომელშიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს სტუმარიც და მასპინძელი ბავშვებიც.

როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი ემოციური აღმოჩნდა თავად გიორგი კეკელიძისთვის, რომელმაც სოციალურ ქსელში ასე შეაფასა სკოლის პირველი დღე: “დღეს ბევრი საქმიანი ამბავი მოხდა, მაგრამ ემოციურად ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს იყო. სკოლაში მუშაობა დავიწყე. მთელი წელი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ვხვდებოდი და მივხვდი, ეს საქმე მთლად ურიგოდ არ გამომდიოდა. და უკვე ათწლიანი ლექტორობის გამოცდილების მქონემ პირველი სასკოლო გაკვეთილები ჩავატარე“.

არანაკლებ ემოციური იყო პატარების შთაბეჭდილება გიორგის შესახებ: “ძალიან თბილი, საყვარელი, რაღაც ოჯახივით…“.

სასიხარულოა, რომ გიორგი კეკელიძე  ამ პროექტის ფარგლებში  ყოველ ოთხშაბათს  ესტუმრება “ევროპულ სკოლას“. შესაბამისად, პატარებს მასთან შეხვედრის სიხარული და წიგნთან განსხვავებული ურთიერთობა ყოველკვირეულად ელოდებათ.

Share on: