ხელების დაბანის მსოფლიო დღე
13 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოზარდებმა აღნიშნეს “ხელების დაბანის მსოფლიო დღე“ . მასწავლებლები ესაუბრნენ პატარებს ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებათაგან თავდაცვის, ეფექტურ საშუალებაზე და მრავალფეროვანი აქტივობებით წაახალისეს აღსაზრდელებში ჰიგიენის ამ მნიშვნელოვანი წესის დაცვა.