ხშირად დასმული კითხვები

კითხვა

იძინებენ თუ არა ბავშვები უმცროს ჯგუფებში და რას აკეთებს იმ შემთხვევაში თუ უკვე გადაჩვეულია შუადღის ძილს.

პასუხი

ბავშვები იძინებენ უმცროს ჯგუფებში. ამ დროს ჩვენ მშვიდ საათს ვეძახით.  ბავშვებისთვის, რომლებიც არ წვებიან დაგეგმილი გვავქვს მშვიდი აქტივობები.

***

კითხვა

შედის თუ არა წრეები ბაღის საფასურში?

პასუხი

დიახ შედის. ყველა წრე ბაღის საერთო პროგრამის ნაწილია და შედის ბაღის საფასურში.

***

კითხვა

რა შემთხვევაში არ გადიან ბავშვები ეზოში?

პასუხი

ეზოს ტერიტორიაზე გვაქვს , როგორც ღია ასევე გადახურული სათამაშო სივრცე და ამიტომ ნებისმიერ ამინდში მცირე ნალექის დროსაც შესაძლებელია სეირნობა. გავდივართ ყოველდღე პირველ და მეორე ნახევარში. გამონაკლისია ქარიანი ამინდი, ძლიერი წვიმა  და მშობლის მოთხოვნა.

***

კითხვა

ემსახურება თუ არა საბავშვო ბაღს ტრანსპორტი?

პასუხი

საბავშვო ბაღს ტრანსპორტი არ ემსახურება.

***

კითხვა

როგორ იცავთ ბაღში, ჰიგიენას და რამდენად დაცულია ბავშვი ინფექციებისგან.

პასუხი

  • თვეში ერთხელ სადეზინფექციო სამსახურის მიერ ხდება ბაღის ტერიტორიის დამუშავება.
  • ბაღში დგას ჰაერის იონიზატორები, რომელიც ებრძვის უხილავ მავნე მიკრობებს, მტვრის ნაწილაკებს, ვირუსებს და სხვ.
  • ბავშვების რაციონი მზადდება ჯანსაღი საკვები პროდუქტებით, სანიტარული ნორმების დაცვით. დაცულია კალორაჯი. ვითვალისწინებთ თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვების თავისებურებებს.
  • ყოველდღიურად ხდება სველი წესით (დეზ. ხსნარით) სათამაშოების, ავეჯის , იატაკის გაწმენდა, ოთახის  განიავება. ხალიჩების იწმინდება მტვერსასრუტით და სველი ჯაგრისით.  ყოველი დღის ბოლოს ხდება უნიტაზების დეზინფექცია.
  • ოთახები მარაგდება სასმელი წყლით და ერთჯერადი ჭიქებით. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება სარეცხ მანქანაში.
  • ბავშვები გადიან სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად ( გამონაკლისია ქარიანი ამინდი და უხვი ნალექი)
  • ხელების ჰიგიენა ხდება საკვების მიღების წინ და შემდეგ, ეზოდან ამოსვლის, ასევე ხელების დაბინძურების  ნებისმიერ შემთხვევაში. ბავშვების საგამანათლებლო პროგრამაში შესულია პირადი ჰიგიენის და მოვლის საბაზისო უნარ -ჩვევების ,  სწორი კვების, უსაფღთხოების  გაკვეთილები.
  • მწვავე ინფექციის (სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ფაღარათი, ტემპერატურული რეაქცია და სხვ.) პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან გამოჯანმრთელებამდე.

ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ვლინდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში , სწორედ ამ დროს  ბავშვი იწყებს ბაღში სიარულს.  განსაკუთრებით მათთვის ვინც პირველად მიდის ბაღში იწყება ადაპტაციის პერიოდი. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-4 თვე ან წელი, რაც დამოკიდებულია ბავშვის იმუნურ სისტემაზე.    ყოველი გადატანილი მწვავე რესოირატორული ვირუსული ინფექციის  შემდეგ ყალიბდება  ვირუსაწინააღმდეგო იმუნიტეტი და მცირდება შემდეგი დაავადების ალბათობა.

რა თქმა უნდა აშკარად გამოვლენილი სიმპტომებით ( სიცხე, ხველა) მშობელი ბაღში ბავშვს არ მოიყვანს, მაგრამ ვირუსული ინფექციის სიმპტომები ხშირად დაფარულია. უმადობა, უძილობა ან ცუდი გუნება-განწყობა ხშირად  ვირუსის დაწყებას მიგვანიშნებს და ამის შემჩნევა ყველაზე უკეთ მშოელს შეუძლია.  თუმცა მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ინკუპაციური პერიოდი შესაძლებელია იყოს იმდენად მცირე, რომ დაავადება გამოვლინდეს ბაღში ყოფნის დროს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუკავშირდებით მშობელს , ბავშვი კი იქნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.