2022 წლის ბაღის გამოსაშვები ღონისძიება
ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ყოველთვის ბედნიერი მომენტია პატარებისთვის, რომლებიც ბაღიდან სკოლაში გადასვლას ზეიმობენ.
წელს თეთრ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა ლამაზი სიმღერები, ცეკვები , ლექსები შესთავაზეს ღონისძიების დამსწრეებს. საზეიმო ცერემონიის დასასრულს ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეს ხალისიანი დღე დიდხანს ემახსოვრებათ არა მარტო პატარებს, არამედ მათ მშობლებს და მასწავლებლებსაც.
ჩვენს ძვირფას პატარებს საინტერესო, წარმატებულ მოგზაურობას ვუსურვებთ ცოდნისა და განვითარების სამყაროში!