DP პროგრამის პრეზენტაციები
“ევროპული სკოლის“ IB DP პროგრამის მოსწავლეებმა კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები მოაწყეს.
IB პროგრამის შემადგენელი ნაწილია პიროვნული განვითარების და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელება, ამიტომაც მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: თანამედროვე აგრარული სისტემის შექმნა, საქველმოქმედი მიზნებისთვის ღონისძიებების ორგანიზება, გარემოს დასუფთავება და ბავშვებში ეკოლოგიის მნიშვნელობის ცნობადობის ამაღლება, შშმ პირების რეგულარული დახმარება, თბილისის თეატრების დეკორაცია, არაფორმალური განათლების ფარგლებში ახალგაზრდული ევრო-პარლამენტის ორგანიზება და სხვ.