“ევროპული საბავშვო ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
“ევროპული საბავშვო ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფის პატარებმა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი გადადგეს ნათელი მომავლისკენ – სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ნიშნად ბაღიდან სკოლაში გადმოსვლისა, “ევროპული ბაღისა“ და “ევროპული სკოლის“ დროშებით ხელში, საზეიმოდ შემოვიდნენ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.
სცენაზე სახალისო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. მაყურებელმა ასევე იხილა ბავშვების მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები საყვარელი პროფესიებისა და მომავლის ოცნებების შესახებ.
ზეიმს მოჰყვა სკოლის ეზოში გამართული ფოტოსესია. დასასრულს კი პატარებმა ცისკენ, მათი სურვილებისა და ოცნებების სიმბოლოდ, ფერადი ბუშტები ააფრინეს.