კალიგრაფიის ხელოვნება - ახალი პარტნიორობის დასაწყისი
,,ევროპულ სკოლასა” და ,,ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას” შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კალიგრაფიის სფეროში თანამშრომლობას შემოქმედებითი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების გზით. მემორანდუმს ,,ევროპული სკოლის”დირექტორმა სიფიო ბაზაძემ და ასოციაციის დირექტორმა და დამფუძნებელმა თინათინ სვანაძე-ვენკომ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება კალიგრაფიის მასტერკლასები, კონკურსები, ვორქშოფები და ტრენინგები, მოეწყობა გამოფენები.
13 ივნისს ასოციაციის წევრებმა პირველი მასტერკლასი ჩაუტარეს “ევროპული სკოლის” ქართული პროგრამის IV-V კლასის მოსწავლეებს. მოწვეულმა სტუმრებმა მოზარდებს გააცნეს კალიგრაფიის ხელოვნება და მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ხელწერით შეექმნათ ნიმუშები.