Microsoft-ის ტრენინგი
26 დეკემბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა Microsoft-ის ტრენინგი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
Microsoft საქართველოს წარმომადგენლობამ, განათლების ბიზნეს განვითარების მენეჯერის, დავით ჭიაბერაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით, სკოლის პედაგოგებისთვის შეარჩია ტრენინგის სპეციალური კურსი. ტრენინგი მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მიმართულებას: OneNote app-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, Microsoft Teams-ის გამოყენება გუნდური მუშაობისთვის და კოდირება Minecraft-თან ერთად.
ტრენინგი აპლიკაციების გამოყენებასთან ერთად სწავლების მეთოდოლოგიასაც მოიცავდა, რაც პრაქტიკულ მუშაობაში აისახა. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში Microsoft-ის ხედვა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული სკოლისთვის.