PYP-ის მოსწავლეები სტუმრად საზოგადოებრივ მაუწყებელში

7 თებერვალს საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) მოსწავლეები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს სატელევიზიო სტუდიები და ტელევიზიის მუზეუმი, სადაც გაეცნენ წარსულში გამოყენებულ ტექნიკას და გააცნობიერეს, თუ რამდენად გააადვილა ტექნოლოგიების განვითარებამ სატელევიზიო პროგრამების შექმნა.

მოსწავლეები ესტუმრნენ ცნობილი სატელევიზიო პროგრამის, “პირადი ექიმის“ სტუდიას და შეკითხვები დაუსვეს პროგრამის წამყვანს, მარი მალაზონიას.

აღნიშნულ გასვლით ღონისძიებაში მოსწავლეებმა ჩაიხედეს ტელევიზიის, როგორც კომუნიკაციის მძლავრი საშუალების, მუშაობის პროცესში და გააცნობიერეს მისი როლი დღევანდელ საზოგადოებაში.


Share on: