PYP-ის პროექტების გამოფენა-საორიენტაციო შეხვედრა მშობლებთან
11 თებერვალს PYP მე-5 კლასის მოსწავლეთა მშობელთათვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა PYP-ის პროექტების გამოფენის შესახებ. ამ შეხვედრის მიზანი იყო, მშობელთათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გამოფენის შესახებ და მოსწავლეთა პროექტებში მშობლის როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობა.
PYP-ის პროექტების გამოფენა არის პროგრამის კულმინაციური ეტაპი, სადაც მოსწავლეები ახდენენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს და უზიარებენ სკოლის საზოგადოებას, ამასთან ადგილი აქვს IB-ის მოსწავლის პროფილის ატრიბუტების დემონსტრირებას. პროექტის თემის არჩევისას მოსწავლეებს შეუძლიათ, შეისწავლონ მათთვის საინტერესო, ლოკალური თუ გლობალური მნიშვნელობის, რეალური პრობლემა, იმოქმედონ პრობლემის გადასაჭრელად და მოამზადონ პრეზენტაცია.