PYP IVკლასის მოსწავლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
საძიებო თემა “ნიშნები და სიმბოლოები“ და ქვის ხანის თემატიკა PYP IV კლასის მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სტუმრობამ. მუზეუმი წარმოადგენს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტს, რომელსაც გამოფენილი აქვს საქართველოს ბუნებისა და ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატი, მათ შორის, 40 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ცხოველების ნაშთები. მოსწავლეები ძალიან დააინტერესა დმანისში აღმოჩენილმა პრეისტორიული ადამიანის ნაშთების ხილვამ. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ევოლუციის შესახებ არსებული თეორია. მოზარდებმა ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ძვირფასეულობა, ოქროსა და ვერცხლის ექსპონატები და სამკაულები.