ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.
გავლენიანმა ქალბატონმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამხრეთ აფრიკაში ქალთა და ბავშვთა ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების განხორციელებაში, რომელმაც თავისი ქმედებებით ათასობით ქალში გააღვიძა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ბავშვთა კეთილდღეობისთვის კი დიდძალი ფინანსური რესურსის მოზიდვა შეძლო, მეტად შთამაგონებელი გამოსვლა შესთავაზა მოსწავლეებს. მან ინიციატივიანი მოზარდები წაახალისა, შეიტანონ ცვლილები საზოგადოებაში საკუთარი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით.