საგანმანათლებლო სათამაშოები
ციფრული დიზაინისა და რობოტიკსის გაკვეთილებზე FabLab-ში MYP პროგრამის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სათამაშოები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებისთვის.
პროექტი 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ბევრი რამ შეისწავლეს სათამაშოების დიზაინის კუთხით, გაითვალისწინეს პატარების ასაკობრივი თავისებურებები, შექმნეს ციფრული პროტოტიპები და საბოლოო დიზაინი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხის 35 საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა. ფაზლის ტიპის სათამაშოები MYP პროგრამის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს.
პროექტის ავტორი და ტექნიკური ასისტენტები:
ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი და დიზაინის მასწავლებელი – ნინა ბიწკინაშვილი, რობოტიკსის და კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებელი – შოთა დათაშვილი, დიზაინისა და რობოტიკსის მასწავლებელი – გურანდა გოგალაძე.