საუცხოო ქიმიური ექსპერიმენტები
ევროპულ ბაღში გრძელდება მშობლის კვირეული. 8 ნოემბერს მწვანე ჯგუფში გვესტუმრა ალექსანდრე ღლონტის დედა, ქიმიკოსი სოფო ფაცაცია, კოლეგასთან თეა სიხარულიძესთან ერთად. მათ მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს საოცარი სანახაობა მოუწყვეს ქიმიური ექსპერიმენტების სახით.
მშრალი ყინულის კვამლში გახვეულმა პატარებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი თუ როგორ დიდდებოდა პაწაწინა აბები, როგორ არ ერეოდა ერთმანეთში სხვადასხვა სითხეები, როგორ მზადდება ლიმონათი და “სპილოს კბილის პასტა“. მადლობა სოფოს და თეას ამ საინტერესო და დაუვიწყარი დღისთვის!