"Skype" გაკვეთილი ევროპულ ბაღში
6 ნოემბერს ევროპულ ბაღის ბავშვებს, თავიანთ თანატოლებთან ყაზახეთის ქვეყნიდან ჰქონდათ ძალიან საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი.სკაიპის საშუალებით ჩავერთეთ ალმათის საერთაშორისო ბაღთან, მირაზთან. ბავშვებმა წარუდგინეს თავი ერთმანეთს, იმღერეს სიმღერები, შეასრულეს ცეკვები და ისაუბრეს განვლილი თემის ირგვლივ “ვინ ვარ მე”. ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი პატარების საერთაშორისო აზროვნების განვითარებას და მათ გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.