უცხოური ენების დღე “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 24 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ უცხოური ენების დღე ჩატარდა. დილა ხალისიანად და არატრადიციულად დაიწყო: მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და მხიარული განწყობა შეუქმნა.

დღე გახსნეს ქართული პროგრამის მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა; მათ წარმოადგინეს ერთობლივი გაკვეთილი, სადაც გერმანული, ფრანგული და რუსული ენები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

IB MYP-ის მე-8-9-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის შიდა ეზოში ჩაატარეს ფლეშმობი სახელწოდებით – “We are Global Citizens!”

სკოლამ უმასპინძლა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს: “წელიწადის დროები და ამინდი,“ “აღმოაჩინე IB“, “ვიაროთ სიკეთის გზით,“ “ლიტერატურული თამაში,“ და ა.შ. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სტუმარმა, პროფესორმა ლევან ცაგარელმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “პოსტმოდერნიზმი და გერმანული ლიტერატურა.“

უცხოური ენების დღე “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში დასრულდა IB PYP-ის მე-5 კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით – “გილოცავთ დაბადების დღეს,“ – რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.


Share on: