სიახლეები

შემოქმედებითი წერის კონკურსი “ჩემი წერილი საქრთველოს“

ენისა და ლიტერატურის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის განვითარება. სწორედ ამ მიზნით 15 თებერვალს “ევროპული სკოლის“  მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა“ და “ევროპული სკოლის“ ერთობლივ პროექტში ,,ჩემი წერილი საქართველოს მეფეს”. ჩატრადა შმოქმედებითი წერის კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი ეკა დუღაშვილი.

რა? სად? როდის?

12 თებერვალს “ევროპულ სკოლაში“ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში“რა? სად? როდის?“ გაიმართა. თბილისის სხვადასხვა უბანზე ევროპის შესახებ ერთდროულად გამართულ თამაშში მონაწილეობას იღებდა 850-ზე მეტი მოსწავლე, რომელთაც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ მიღებული ცოდნა გამოავლინეს.

ჰიპ-ჰოპ ცეკვის სტუდიის ღია გაკვეთილი

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ,,ევროპული სკოლის“ თანამედროვე ცეკვების ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ღია გაკვეთილი გამართა და მშობლებისა და სტუმრების წინაშე ახალი საცეკვაო ნომრები წარადგინა. ჰიპ-ჰოპის ცეკვის სტუდიას თემურ ქამხაძის ხელმძღვანელობით არაერთი კონცერტი გაუმართავს სკოლასა და სხვა დიდ დარბაზებში და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. ვულოცავთ პატარა მოცეკვავეებს ამ მნიშვნელოვან კონცერტს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.

UCMAS Georigia დაჯილდოების ცერემონია

“ევროპული სკოლაში“ უკვე ორი წელია წარმატებით ამოქმედდა საშაბათო სკოლა, რომელიც მათემატიკური აზროვნების მყარი საფუძვლის შექმნის მიზნით მოსწავლეებს სთავაზობს ორ კურსს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა.

“თექის კლუბის“ საშობაო გამოფენა

8 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში “თექის კლუბის“ მოსწავლეთა საშობაო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი, ქართული მატყლით დამზადებული საახალწლო ნამუშევრები: საშობაო სახლები, ნაძვისხის სათამაშობი და სხვ. სპეციალურად ამ გამოფენისთვის FabLab-თან თანამშრომლობით, ლაზერული ჭრის მანქანით დამზადდა ხის სახლები, რომელიც თექის მასალით გაფორმა. ბავშვებმა  ხის და თექის ნამუშევრებს დაამაგრეს იარლიყი ,,დამზადებულია ევროპულ სკოლაში“. 

ქართული პროგრამის ასამბლეა

6, 7 და 12 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეები, რომელთა მიზანი იყო “მწვანე“ წლის თემაზე შექმნილი პროექტების, მოსწავლეთა მიღწევების, კვლევითი თუ შემოქმედითი უნარების წარმოჩენა. ლიტერატურის, ინგლისური ენის, მათემატიკის, ისტორიისა და ბიოლოგიის საგნობრივი პროეტები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, საზეიმო დაჯილდოება, პოეზიის წუთები შინანაარსიან საგანმანათლებლო გარემოს და ამაღლებულ განწყობას ქმნიდა ასამბლეების მსვლელობისას.

“ევროპული სკოლის“ კიდევ ერთი წარმატებული TEDx ღონისძიება!

TEDxIBEuropeanSchool-მა ახალ სახეებს, ახალ იდეებს, მოუყარა თავი სცენაზე. გამორჩეული ხედვების მქონე მოწვეულმა სპიკერმა თავისი ცხოვრების ეკომეგობრული თავგადასავლები გაუზიარა აუდიტორიას, მოსწავლეთა დამაფიქრებელმა გამოსვლებმა მსმენელებს განსხვავებული რაკურსით დაანახა საკითხები ტექნოლოგიების, ბუნების, მუსიკის, კოსმოსის, განათლებისა თუ სხვა სფეროებიდან.

#tiflisi23 #eypgeorgia15

“ტიფლისი 2023“ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი 17-21 ნომბერს გაიმართა. მასში 20 ქვეყნის 140- მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ერთად იზეიმა საქართველოს ახალგაზრდა ევროპელების 15 წლიანი ისტორიის მქონე ერთობა.

მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველომ” საგანმანთლებლო დაწესებულებებისთვის ახალ პროექტი «მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ» დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროპულ სკოლაში გაიმართა. შეხვედრას მე-8, მე-9 და მე-10 კლასის 40 მდე მოსწავლე დაესწრო. ახალგაზრდებთან შეხვედრას “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე შუბითიძე გაუძღვა.

პოზიტიური კომუნიკაცია

თანამშრომელთა კეთილდღეობა “ევროპულ სკოლაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, კომპანიის ეთოსის შესაფასებლად და ორგანიზაციული კულტურის გასაანალიზებლად, სკოლაში მოიწვია განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი პაატა პაპავა. მოწვეულ სტუმართან თანამშრომელთა შეხვედრამ, რომელიც ორგანიზაციული თოქ შოუს ფორმატში გაიმართა, შეხვედრის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა როლი აქვს პოზიტიურ კომუნიკაციას სასკოლო კულტურაში და როგორ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის გაძლიერება.

შემოდგომის ფესტივალი

დღეს “ევროპულ სკოლაში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა, მონაწილეები შემოდგომის ფერებში გამოეწყვნენ, შემოდგომის თემაზე შექმნილი დეკორაციები გამოჰფინეს, მონაწილეობა მიიღეს ხილის კალათების კონკურსში, სახის მოხატვასა და თუ ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვაში. შემოსული თანხით მოზარდები დაეხმარებიან კამპანიას “ერთად აჩისთვის“.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს პეპელა“

დასრულდა საბავშვო ფილმების რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. 27 ქვეყნის 20 წლამდე ახალგაზრდების მიერ შექმნილი 45 ფილმი იღებდა კონკურსში მონაწილეობას “ოქროს პეპელას“ მოსაპოვებლად. გადაღებები, კინოხელოვანებთან შეხვედრები, ვორქშოპები, გასვლითი ღონისძიებები - კინოს ნორჩი ფანებისთვის ამ აქტივობებმა ფესტივალი ერთ დიდ დღესასწაულად აქცია.