ახალი ამბები

ყურადღება!

05 Jun 2013

გეპატიჟებათ პუშკინის სკოლა სპექტაკლზე "Аленький цветочек".06.06,13 ,ხუთშაბათს, დასაწყისი 14სთ.30 წთ.სააქტო დარბაზი.

ევროპული სკოლის კონფერენცია - TEDxIBEuropeanSchool

22 May 2013

ევროპულ სკოლაში 24 მაისს 15:00-ზე ჩატარდება TEDx კონფერენცია თემაზე : "რევოლუციური ცვლილებები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მოსწავლეები.

ყურადღება!

21 May 2013

ევროპულ სკოლას ეწვევა  ბატონი გრეგორი დიკაიოსი !27 მაისს, ევროპულ სკოლას ეწვევა შეფილდის უნივერსიტეტის "სითი კოლეჯის“ (სალონიკი, საბერძნეთი) მიმღები კომისიისა და საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გრეგორი დიკაიოსი . ჩატარდება პრეზენტაცია საერთაშორისო სექტორის მე-10-მე–11–მე–12 კლასების მოსწავლეებისათვის.პრეზენტაციის თემა:  "პიროვნება და კარიერა“.დასაწყისი 16:00 სთ-ზე , 59-ე ოთახი.

ყურადღება!

21 May 2013

მე-6 გ კლასის მოსწავლეების ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია: "წიგნად აკინძული ზღაპარი: ქალაქში ცხოვრობდა ერთი......."   თ.ცაგარელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.დ.ნოზაძე  - ისტ მასწავლებელი.22 მაისი, ოთხშაბათი, მე-6 გაკვეთილი (13სთ.15წთ), სკოლის ბიბლიოთეკა.გთხოვთ,მობრძანდეთ!

ყურადღება!

21 May 2013

მე-7 გ კლასის მოსწავლეები გიწვევენ ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაციაზე: "ვირტუალური მენიუ-გეპატიჟებათ თათქარიძეების ოჯახი".თ.ცაგარელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.მ.ჯოხაძე - IST მასწავლებელი22 მაისი, ოთხშაბათი, მე-4 გაკვეთილი, ოთახი- 47.

ყურადღება!

21 May 2013

23 მაისს,ხუთშაბათს,მე-4 ა კლასი გეპატიჟებათ რუსულენოვან წარმოდგენაზე "Кот в сапогах".ხელმძღვანელი -ნ. მიქელაძე.სააქტო დარბაზი.დასაწყისი 14სთ.30წთ.

ევროპის დღეები ევროპულ სკოლაში

13 May 2013

"საქართველო -  ევროპული ქვეყანა!”14-15 მაისს ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის MYP კლასები გიწვევთ  ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. ჩატარდება კონფერენცია თემაზე : ”ეს ევროპას ეხება, ანუ ეს შენ გეხება”; მოეწყობა ნახატებისა და ფოტოების გამოფენა : ”საქართველო - ევროპული ქვეყანა”;  მოისმენთ პრეზენტაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ. 

ევროპული სკოლის მოსწავლეები ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან!

01 May 2013

25-27 აპრილს თბილისში ჩატარდა ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა.27 ქვეყნის 272-მა მოსწავლემ კონკურსზე წარმოადგინა 125 პროექტი მათემატიკის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით. საერთაშორისო ბაკალავრიატის მე-10  MYP  კლასის მოსწავლეებმა - სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა (ხელმძღვანელი შორენა აბესაძე) გაიმარჯვეს ოლიმპიადაზე და მოიპოვეს ოქროს მედლები ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურსში.მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს!