ახალი ამბები
საგანმანათლებლო კონფერენცია
21 May 201917-18 მაისს თურქეთში ქ. სტამბულში მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია “საერთაშორისო კვლევები 2019“ ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემები განათლება და სწავლება XXI საუკუნეში იყო. საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ ორმა პედაგოგმა: შორენა აბესაძემ და დავით ნოზაძემ. მათ წარმოადგინეს თემა “საგანმანათლებლო თამაშების როლი კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებაში.“ კონფერენციის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკადემიური კვლევითი ცენტრი იყო. მონაწილეების მოხსენებები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - “International Journal of Social Sciences and Interdisciplinary Studies.“
პერსონალური გამოფენა
21 May 2019“ევროპულ სკოლაში“-ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის მე-4ბ კლასის მოსწავლის მაშო ბუცხრიკიძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე მისი ძმის თორნიკე ბუცხრიკის ნამუშევრებიც გამოიფინა. მოსწავლეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ლექცია ძილის მნიშვნელობაზე
20 May 201916 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
გაკვეთილი “ბაბალეში“
16 May 201915 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო “ბაბალეს" ესტუმრნენ. პედაგოგის ხელმძღვანელობით მათ მოხატეს ხელნაკეთი საფანქრე ყუთები. ესკიზები და ექსპოზიცია თავად შეარჩიეს და ფერად-ფერადი საღებავებით შექმნეს ნახატები. “ბაბალეს“ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა.
შეხვედრა ნარკოლოგთან
15 May 201914 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ექიმი-ნარკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბემონის“ წარმომადგენელი თამარ სირბილაძე. “ბემონი“ 20 წელია მუშაობს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საკითხებზე. ექიმმა მოზარდებს ესაუბრა რა არის ნარკოტიკი, რას ნიშნავს წამალდამოკიდებულობა და ქცევითი დარღვევები. რა შედეგი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას და ინფორმაცია მიაწოდა სხვადსხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ. მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი პრობლემური საკითხების განხილვა პროფესიულ დონეზე.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი
15 May 201914 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს. საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
რა უნდა ვიცოდეთ ფაროსანას შესახებ?
10 May 20198 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მაკა მურვანიძე შეხვდა, რომელიც აგრეთვე USAID/REAP პროექტის კონსულტანტია აზიური ფაროსანას კვლელვის მიმართულებით. პროფესორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია “რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ.“ მან ისაუბრა მორფოლოგიის, ბიოლოგიის, მავნებლის კონტროლის საშვალებებზე და გააცნო მოზარდებს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ფაროსანას შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
სერტიფიკატებით დაჯილდოება
10 May 2019“ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ თურქეთში ქ.სამსუნში გამართულ რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. დირექტორმა მიულოცა წარმატება მოსწავლეებს, პედაგოგებს და სერტიფიკატები გუნდის მენტორებს რობოტიკის პედაგოგებს დავით ნოზაძეს და ლაშა გეწაძესაც გადასცა.
ევროპის დღეები
10 May 2019ევროპის დღეები “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება და დაწყებილითი კლასის მოსწავლეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილები მოვიდნენ. წარმოადგინეს პრეზენტაციები საბერძნეთის, გერმანიის და სხვა წევრი ქვეყნების შესახებ. ისაუბრეს ევროკავშირის სიმბოლიკის დროშისა და ჰიმნის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ნაციონალური კოსტიუმების ჩვენება გამართეს და გამოთქვეს სურვილი საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.