ახალი ამბები

უკრაინის მხარდასაჭერად

10 Apr 2022

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი, ომის ამ უმძიმეს რეალობაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. მათ მხარდასაჭერად მოსწავლეებმა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს:    საკვები, ჰიგიენის საშუალებები,  სამედიცინო ნაკრები და სხვა საჭირო ნივთები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და კომპანია “მეამას“ თანადგომით ეს ტვირთი მალე ჩავა უკრაინაში.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

07 Apr 2022

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. “ევროპული სკოლა“  ინკლუზიურ და მზრუნველ გარემოს სთავაზობს ბავშვებს და ცდილობს, თითოეულს შინაარსიანი და სავსე ცხოვრება ჰქონდეს.   სკოლის MYP პროგრამის მოსწავლეებმა 1 აპრილს, როდესაც “მზის შვილების“ ბენეფიციარებს მასპინძლობდნენ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზრუნველი და პასუხისმგებლიანი მოზარდები არიან. მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარეს დასვენების საათი. ამ კამპანიაში სხვა პროგრამის მოსწავლეები და თანამშრომლებიც ჩაერთნენ აქტიურად. მათ, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სუვენირი და სიმბოლო შეიძინეს. დასასრულს, სკოლამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და სამომავლო თანამშრომლების გეგმები დასახა.

საგანმანათლებლო სათამაშოები

07 Apr 2022

ციფრული დიზაინისა და რობოტიკსის გაკვეთილებზე FabLab-ში MYP პროგრამის მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სათამაშოები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებისთვის.

ამერიკის ელჩის ვიზიტი

03 Apr 2022

31 მარტს ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და კულტურისა და განათლების საკითხების ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს.

რეკლამა და პრომოცია

23 Mar 2022

ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა “მე და საზოგადოების“ საგნის შესწავლილას გაიცნეს და სიღრმისეულად შეისწავლეს რა არის რეკლამა, საზოგადოებასთენ ურთიერთობა, პრომოცია და ინტეგრირებული მარკეტინგი. დამატებით გაკვეთილზე საზოგადოებასთნ ურთიერთობის სპეციალისტი ნინო კუსრაშვილი შეხვდა და სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია და ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელო “რეკლამა და პრომოცია“ გააცნოთ. ინტერაქტიულ რეჟიმში პიარსპეციალისტმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს XXI საუკუნის თანამედროვე სფეროებზე: საზოგადოებასთნ ურთიერთობა, ინტეგრირებული მარკეტინგი და სოციალური პლატფორმების შესახებ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე - 2022

23 Mar 2022

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი კამპანია #წინდამინდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა კამპანიის ფარგლებში 3000 ლარის ღირებულების წინდები შეიძინეს. ყოველი გაყიდული წინდიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება.  მოსწავლეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, შეძენილი წინდა გაეგზავნათ უკრაინელი ხალხისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე

23 Mar 2022

21 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია

13 Mar 2022

2022 წლის 26 მაისს, ამერიკული უმაღლესი სკოლა - ევროპული სკოლა ატარებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო“. კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და სოციალური ურთიერთობების შესახებ ახალი კვლევების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

“საქართველო და მსოფლიო“

09 Mar 2022

2022 წლის მაისში ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education…