ახალი ამბები

სუფთა ხელები - ჯანმთელი მომავალი!
13 Oct 2022ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით : ევროპული სკოლის" მოსწავლეებს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ინფექციის კონტროლისა და პრევენციის დირექტორი ირმა კენჭიაშვილი შეხვდა და ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების, შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში და საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით გაიმდიდრეს ცოდნა ჰიგიენის დაცვის შესახებ. ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმის ჩართულობით, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და ფილმების ჩვენება გაიმართა დაწყებით კლასებში.

ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება
12 Oct 2022პროექტის ფარგლებში “ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება“, “ევროპულ სკოლას“ ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ციურიხისა და ლუცერნის ხელოვნების ინსტიტუტების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის მიზანია მომავალი ხელოვნების მასწავლებელების პროფესიული გამოცდილების გამდიდრება, სკოლებში ხელოვნების სწავლების ადვოკატირება და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი - 2022
06 Oct 20221 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ილიაუნის“ ეზოში “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი“-2022 გაიამართა, სადაც “ევროპული სკოლის“ სტენდიც მოეწყო და ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ინდუსტრიული რობოტი Botley; რობოტი mBot; რობოტის ხელი DOBOT; დაეხატათ 3D კალამებით და ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები.

#მარათონი2022 #ES15thAnniversary #ES15 #ევროპულისკოლა15წლისაა
04 Oct 2022“ევროპულმა სკოლამ“ კვირას, 2 ოქტომბერს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ლისის ტბაზე გამართა სკოლის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი მარათონი. მარათონის მონაწილეებისთვის ეს დღე იქცა სკოლის სიყვარულის, ერთგულების, ერთიანობის დემონსტრირების საშუალებად. სასიამოვნო ამინდმა, ლამაზმა ხედებმა, სახალისო შეჯიბრმა განწყობა აუმაღლა დიდსა თუ პატარას, მასწავლებელსა თუ მოსწავლეს.

“ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს!
02 Oct 202226 სექტემბერს “ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი, ინოვაციური შენობის კარი შეაღეს. პატარები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში, რომლის ინტერიერის თეთრი და კრემისფერი ფერები, ფანჯრების, დღის სინათლის სიუხვე ბადებს სიმშვიდის, სივრცის, გარემოსთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებას. ეს არის გარემო, რომელიც ბავშვების ემოციურ განვითარებას, მათ აზროვნებასა და შემოქმედებითობას შეუწყობს ხელს.

გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!
23 Sep 2022“მიიღო გრანტი ნიშნავს, ისწავლო არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ იყო კლასგარეშე აქტივობების ინიციატორი და მონაწილე და გამოირჩეოდე სამოქალაქო ჩართულობით,"- ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სააკაშვილი.

“ევროპული სკოლის“ კლუბების გამოფენა 2022!
22 Sep 2022კლუბებს ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მორგებულია 21-ე საუკუნის მოზარდების ინტერესებზე და აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, რომელთაგან ზოგიერთი სკოლის დაარსების წლიდანაც კი ფუნქციონირებს, ზოგი კი სულ ახლახან გაიხსნა. კლუბების გამოფენა 2022 სკოლის შიდა ეზოში გაიმართა და უმასპინძლა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც თითოეულ საგამოფენო მაგიდასთან გაესაუბრნენ წარმომადგენლებს და გულდასმით გაეცნენ საქმიანობას კლასგარეშე კლუბებისა, სადაც ციურ სხეულებზე დაკვირვებისა თუ ჩინური ენის შესწავლით დაწყებული და თექის დამუშავებით დამთავრებული, ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!
20 Sep 2022პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

სასწავლო წლის პირველი დღე “ევროპულ სკოლაში“
15 Sep 2022ამაღელვებელია პირველ დღეს მოსწავლეებთან შეხვედრა საზეიმო ვითარებაში. შევეცადეთ, ეს დღე განსაკუთრებით ხალისიანი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბავშვებისთვის. ოჩოფეხებზე შემდგარი გმირები საზეიმო დაფდაფების ფონზე ეგებებეოდნენ პატარებს, გიგანტურ საპნის ბუშტებთან შეხება, გაცოცხლებულ ქანდაკებასთან, ჰუმანოიდ რობოტებთან ფოტოების გადაღება კი ნამდვილად ჯადოსნურ განწყობას ქმნიდა.