ახალი ამბები

დედამიწის დღე

20 Apr 2022

ევროპული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე “დედამიწა“. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ინტეგრირებული გახლდათ საგნებთან: ბუნება, Lego,ინგლისური ენა: ბუნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შეისწავლეს კონტინენტები; Lego-ს საგაკვეთილო საათებზე მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მოდელი; ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად ხალისით დაეუფლნენ სიმრერებს დედამიწის შესახებ.

თვითმმართველობის დღე

20 Apr 2022

“ევროპული სკოლა“ სასკოლო ცხოვრებაში ისეთ ტრადიციებს ამკვიდრებს, რაც ზრდის მოსწავლეთა ინიციატივიანობას, პასუხისმგებლიანობას და გზას უხსნის მათ ცვლილებების განხორციელებისკენ. დღეს სკოლაში თვითმართველობის დღე აღინიშნა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, განევითარებინათ ლიდერული უნარები, ერთი დღით მოერგოთ “ევროპული სკოლის“ თანამშრომლების როლები და ემართათ სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი.

აჩუქე წიგნი

20 Apr 2022

წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. უკვე მეოთხე წელია მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით საქართველოში იმართება კამპანია #აჩუქეწიგნი და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს ჩუქნიან.

“ევროპული სკოლის“ სასწავლო გრანტი - 2022 ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის

20 Apr 2022

“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ და “ევროპული სკოლა“ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს სასწავლო გრანტს და გზას უხსნის ხარისხიანი საერთაშორისო განათლებისკენ. ფონდი აკადემიურად გამორჩეული, დიდი პოტენციალის მქონე მოსწავლეებისთვის  ცვლის რეალობას და ეხმარება მათ, მიიღონ განათლება, რომელსაც იმსახურებენ.

დედა ენის დღე

18 Apr 2022

“ევროპულ სკოლაში“ 14 აპრილს განსაკუთრებულად აღინიშნა დედა ენის დღე.  დედა ენისა,  რომელიც ქართველი ერის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და ცნობიერების საწყისია.

“ევროპული სკოლის“ სასწავლო გრანტი

15 Apr 2022

მიზნები “ევროპული სკოლის“ მიზანია, იპოვოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერ მოსწავლეებს,…

ანა მარია იაკობიძე - ევროპული სკოლიდან გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის წამყავნ უნივერსიტეტებამდე

14 Apr 2022

მიხარია, რომ ჩავირიცხე გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში: University…

მარიამ ნატროშვილი - ევროპული სკოლიდან პენსილვანიის უნივერსიტეტამდე

12 Apr 2022

ყოველთვის მინდოდა სწავლის გაგრძელება ისეთ უნივერსიტეტში, სადაც საუკეთესო განათლებას მივიღებდი …

ნიკა ბეჟუაშვილი - ევროპული სკოლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტამდე

11 Apr 2022

მადლიერი ვარ, რომ ჩავირიცხე ცხრა საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებს მაღალი…