ახალი ამბები

ტყის საერთაშორისო დღე

23 Mar 2022

21 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია

13 Mar 2022

2022 წლის 26 მაისს, ამერიკული უმაღლესი სკოლა - ევროპული სკოლა ატარებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო“. კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და სოციალური ურთიერთობების შესახებ ახალი კვლევების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

“საქართველო და მსოფლიო“

09 Mar 2022

2022 წლის მაისში ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education…

კონფერენცია

28 Jan 2022

26-28 იანვარს გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გრანტოსნები

27 Jan 2022

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 20-მა მოსწავლემ 2021-2022 სასწავლო წლის I აკადემიური სემესტრის წარჩინებით დამთავრების შედეგად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მიერ დაწესებული გრანტი მოიპოვა. გრანტი განკუთვნილია არა მხოლოდ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული მოზარდებისთვის.

Lego რობოტიკის ჰაკათონი

30 Dec 2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) ორგანიზებით 18-19 დეკემბერს ტექნოპარკში Lego რობოტიკის ჰაკათონი გაიმართა. ჰაკათონის გამარჯვებული “ევროპული სკოლის“ გუნდი  NA+A+A+N გახდა.

ვიქტორინა “რამდენად კარგად იცნობთ გერმანიას?"

30 Dec 2021

მთლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  მასშტაბით, საგანმანათლებლო ფორმატით  Bürger Europas e.V. მიერ და შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და საზოგადოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ვიქტორინა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ონლაინ ვიქტორინა ეხებოდა გერმანიის ისტორიას, ტრადიციებს, სპორტს, გარემოს, ფლორას და ფაუნას, გართობა-დასვენებას,  ტექნოლოგიებს და მედიას.  

უნგრეთის საელჩო საქართველოში და “ევროპული სკოლა“

22 Dec 2021

16 დეკემბერს  “ევროპულ სკოლას“ უნგრეთის საელჩოს კომერციული მრჩეველი  გაბორ მიკეცზი და უნგრეთის დელეგაციის წევრი დევიდ საზბო ესტუმრნენ. საპატიო სტუმრები ,,ევროპული სკოლის" დირექტორ სოფიო ბაზაძეს, IB პროგრამების ხელმძღვანელ დოქტორ ბრაის ბომოს  და ტექნოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს STEM კურსების ახალი სერიის შესახებ, რომელიც მასწავლებელს აძლევს  შესაძლებლობას, დააინტერესოს მოსწავლეები პრობლემების გადაჭრით და ამ პროცესში განუვითაროს მათ ტექნიკური და 21-ე საუკუნის უნარები. თითოეულ ნაკრებში შედის ვიდეოები, მასწავლებლის გზამკვლევი, დამხმარე რესურსები.

“ბრიტანული უნივერსიტეტის“ ვიზიტი

21 Dec 2021

17 და 24 ნოემბერს “ბრიტანული უნივერსიტეტი“ საქართველოში “ევროპული სკოლას“ ეწვია და მე-11-12 კლასელებს სემინარები ჩაუტარა. შეხვედრების თემა  ორგანიზაციული ლიდერობა იყო, რაც თეორიულ ნაწილთან ერთად  პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავს, რომელიც შემუშავებულია კომპანია ლეგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მიერ. შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.