ახალი ამბები

ზუზუ, მინი, სანი, ლუ

16 Jul 2020

შემოაბიჯე მხიარულებისა და აღმოჩენების სამყაროში, სადაც ვითამაშებთ, შევქმნით და ვისწავლით ერთად!

2020 წლის კურსდამთავრებულები

09 Jul 2020

წელს “ევროპული სკოლის“ გამოსაშვები საღამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ქართული პროგრამის, საერთაშორისო ბაკლავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ქართული პროგრამის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, IB პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა ბრაის ბომომ და AHS-ის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ.

საზაფხულო არდადეგები დისტანციური სწავლების შემდეგ

06 Jul 2020

დადგა ყველა ბავშვისთვის საოცნებო და სანატრელი პერიოდი, დაიწყო საზაფხულო არდადეგები. ნებისმიერი მოსწავლე საზაფხულო არდადეგებს ადრეც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის მეტად უჩვეულო და აქამდე ბევრისთვის  უცხო ფორმით  მიმდინარეობის  გამო,  საზაფხულო არდადეგები კიდევ უფრო სასურველი და სანატრელი გახდა ონლაინსწავლებით გადაღლილი ბავშვებისთვის.

დისტანციური სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები

06 Jul 2020

ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს სამყაროში არაფერი და არავინაა იდეალური, უნაკლო, სრულყოფილი. ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ მოვლენაში დადებითის გვერდით მეტ-ნაკლებად ყოველთვის გვხვდება უარყოფითიც. ძლიერი მხარეების გვერდით ვაფიქსირებთ სუსტ მხარეებსაც, რომელთა დაძლევით ჩვენი დაკვირვების ობიექტი უფრო მეტ მიმზიდველობას და მომხიბვლელობას შეიძენდა. გამონაკლისს ამ მხრივ არ წარმოადგენს არც დისტანციური სწავლება, რომლის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ჩვენს განათლების სისტემაში დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ამასთან, როცა დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სტუდენტთა და მოზარდთა დისტანციური სწავლება. აღნიშნული ფორმით სწავლება სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. უფრო მეტიც, თავად სკოლაშიც კი, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმების გამოყენების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იცვლება. ასე, მაგ. ონლაინ გაკვეთილი სკოლის დაწყებით საფეხურზე და სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მეტი სირთულეების მოლოდინი უნდა გვქონდეს პირველ-მეორე კლასელებთან ონლაინგაკვეთილების ჩატარების დროს, გამომდინარე ამ ასაკის ბავშვების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან. სწავლების დაწყებით საფეხურზე ბავშვის აზროვნებას თვალსაჩინო საყრდენი სჭირდება. გარდა ამისა, ადამიანს ამ ასაკის ბავშვი მაშინ აღიქვამს მასთან მყოფად, როცა ხედავს და  ელაპარაკება.  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ უჭირს პატარას ტელეფონით საუბარი ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი, როცა ის მას ვერ ხედავს და ვერ ეხება. თუმცა, იმავე ონლაინგაკვეთილებს სასკოლო სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე ბევრი მოსწავლე დიდი მოწონებით შეხვდა.

კლასის მართვის სირთულეები ონლაინგაკვეთილზე

06 Jul 2020

იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც პედაგოგის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, პედაგოგს ჰქონდეს ცოდნა, რომელიც სწავლების დროს სჭირდება, მოზარდთან ეფექტიან კომუნიკაციასაც ახერხებდეს, მაგრამ გაკვეთილზე კლასის მართვა უჭირდეს. ეს სწორედ საორგანიზაციო უნარების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ონლაინგაკვეთილზე სირთულე ერთიორად მეტია. მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, პრობლემებს ის პედაგოგებიც შეიძლება შეეჯახონ, რომლებსაც რეალურ საკლასო ოთახში არასოდეს გასჭირვებიათ კლასის მართვა.

სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში და მათი დაძლევის გზები

06 Jul 2020

დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა და ამასთან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადასვლამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა, ერთი მხრივ, სკოლა და მასწავლებელი, მეორე მხრივ,  კი მშობელი და მოსწავლე. სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, როგორც დაწყებითი კლასების და მეორე სასკოლო ასაკის, ასევე უფროსი კლასების მოსწავლეებთან ონლაინ სწავლების დროს.

ევროპული საშუალო ბაღის 2020 წლის ონლაინ გამოსაშვები

01 Jul 2020

23 და 24 ივნისს ევროპულ საბავშო ბაღში ვირტუალური გამოსაშვები ჩატარდა. პატარები თბილი სიტყვებით გავაცილეთ სკოლისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, ღონისძიება  სამახსოვრო და ორიგინალური გამოვიდა.

“ევროპული სკოლის“ გუნდი Microsoft-მა სერტიფიკატებით დაჯილდოვდა

28 Jun 2020

კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება “გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც 6-მა ქევეყანამ მიიღო მონაწილობა და საქართველო “ევროპული სკოლის“ გუნდმა წარადგინა. “ევროპული სკოლა“, პედაგოგები-შორენა აბესაძე, გურანდა გოგალაძე და მოსწავლეები: მიშიკო გაბაიძე, ნიაზ მაჰდავი, ნინი გაბაიძე, ანამარია იაკობიძე, ანა დიასამიძე, ნუგზარ შოშიაშვილი, ანასტასია გობიანიძე და მარიამ ჯახუა კომპანია Microsoft-მა სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

მადლობა მასწავლებელს

23 Jun 2020

სემესტრის დასასრულს, ონლაინ სწავლების წარმატებით დამთავრების შემდეგ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მადლობის წერილები მისწერეს საკუთარ მასწავლებლებს და დიდი სიყვარული გამოხატეს მათ მიმართ.