ახალი ამბები

ხელების დაბანის მსოფლიო დღე
15 Oct 202015 ოქტომბერს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. პატარებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ხელის სწორად დაბანის წესები. ისაუბრეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები
09 Oct 2020“კინგსის“ ოლიმპიადა მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი სკოლა მე-9 წელია მონაწილეობს “კინგსის“ ოლიმპიადაში. ,,ევროპული სკოლის“ წარჩინებულ მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული პირველი ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.

ევროპული სკოლა“ წლის ლიდერია!
01 Oct 2020#EuropeanSchool #LeaderoftheYear “ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. “ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა. საზეიმო ცერემონია Bioli Medical Wellness Resort-ში გაიმართა. ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!
28 Sep 2020“ევროპული სკოლის“ 21-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, გასული სასწავლო წლის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.

#ახალიგამოწვევა #ახალირეგულაციები #ციფრულიტრანსფორმაცია
15 Sep 2020”ევროპულმა სკოლამ” ახალი სასწავლო წელი დაიწყო ახალი წამოწყებებით, ახალი იდეებით, ახალი რეგულაციებითა და ახალი ინტერაქტიული ტექნოლოგიებით. სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა გვაძლევს საშუალებას, სათანადოდ ვუპასუხოთ გამოწვევებს. დანერგილი სიახლეები მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ წლევანდელ სასაწავლო წელს “ევროპულმა სკოლამ“ ახალ წარმატებებს მიაღწიოს.

#შენისკოლაშენთანაა
12 Sep 2020ტექნოლოგიები XXI საუკუნის საკლასო სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. “ევროპულ სკოლაში“ ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სწავლა-სწავლება ახალ რეალობაში. ჩვენი მიზანია, დისტანციური სწავლების გამოწვევები ადვილად დაძლევადი, პროცესი კი საინტერესო და მაქსიმალურად მოქნილი იყოს პირველკლასელთათვის და მათი მშობლებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ყველა პირველკლასელს გადასცემს მულტიფუნქციურ თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს პატარებს. მათთვის დისტანციური სწავლება კიდევ უფრო მიმსგავსებული გახდება პირისპირ სწავლებასთან ახალი ტექნოლოგიური რესურსების: ინტერაქტიული დაფების, საკონფერენციო კამერებისა და დოკუმენტ-სკანერების დახმარებით, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები აქტიურად გამოიყენებენ ონლაინ გაკვეთილების მსვლელობისას.

სიახლე!
11 Sep 2020ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, “ევროპულ სკოლაში“ სწავლა 15 სექტემებერს ონლაინ რეჟიმში დაიწყება.

ინტერაქტიული დაფები და ტრენინგები
11 Sep 2020მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა “ევროპული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სკოლა მუდმივად ვითარდება და ახლაც, ცვალებად საინფორმაციო გარემოში, განსაკუთრებულად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის.