ახალი ამბები

წიგნის დღე #აჩუქეწიგნი

23 Apr 2019

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს ,,ევროპული სკოლის" დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნინო კუსრაშვილმა საბავშვო გამოცემა ,,აბა გამოიცანი როგორ მიყვარხარ" წაუკითხათ და საავტორო უფლებების შესახებ ესაუბრათ. #აჩუქეწიგნის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები უსახსოვრეს. სასაჩუქრე გამოცემებზე კეთილი სურვილები წაუწერეს და ერთმანეთს სასიამოვნო კითხვა უსურვეს. გიორგი კეკელიძის ინიციატივას #აჩუქეწიგნი ,,ევროპული სკოლა" აქტიურად შეუერთდა და მოსწავლეებიც ხალისით ჩაებნენ.

დედამიწის დღე “ევროპულ ბაღში"

23 Apr 2019

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს “ევროპულ ბაღში“ ხელნაკეთი აპლიკაციების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ბავშვებმა აღმზრდელებთან ერთად შექმნეს და გამოფინეს. პედაგოგებმა პატარებს ესაუბრნენ დედამიწის დასუფთავების, ნარჩენების დახარისხების, მეორადი ნივთების გამოყენების მნიშვნელობაზე, რათა მომავალში მათ იცოდნენ გარემოს დაცვა და გაუფრთხილდნენ ბუნებას.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

23 Apr 2019

1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მოფლიო დღეთ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ ამ დღეს და წიგნის გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ. წელს გიორგი კეკელიძემ 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეთ გამოაცხადა #აჩუქეწიგნი ინივიატივას ,,ევროპული სკოლა" დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. მოსწსვლეებს გიორგი კეკელიძემ ესაუბრა რატომ უნდა უყვარდეთ წიგნის კითხვა, რა არის საავტორო უფლება.

,,მოგზაურობა სიზმარეთში"

22 Apr 2019

,,ევროპული სკოლის" მე-6ა კლასის მოსწავლეებმა დავით ზურაბიშვილის ზღაპარი ,,მოგზაურობა სიზმარეთში" ჯერ წაიკითხეს ქართული ლიტერატურის დამატებით გაკვეთილზე შემდეგ კი სპექტაკლი დადგეს. პერფორმანს ქართულის ლიტერატურის პედაგოგი თ. ცაგარელი ხელმძღვანელობდა. ასევე თავისუფალ გაკვეთილზე ზღაპრის რამდენიმე თავი რუსულად თარგმნეს და წაიკითხეს რუსულის ენის პედაგოგის ნ. მიქელაძის ხელშეწყობით. გაკვეთილების ასეთი მეთოდით წარმართვა სახალისო და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

ევროპარლამენტის სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია

22 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში “ევროპარლამენტში“, “ევროკომისიაში“ და სხავდსხვა ევროპულ ინსტიტუციებში დაჯილდოვდნენ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატებით. ასევე “ევროპულმა სკოლამ“ ევროპარლამენტიდან ვიზიტის ფარგლებში, მემორანდუმის გაფორმების შემდგომ მიიღო აღიარების წერილი, რაც გულისხმობს სრულ მხარდაჭერას “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების კულტურულ-საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობისთვის. მოსწვალეებმა ქართველი აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს ის პრეზენტაციები, რომლებიც ბრიუსელში ვიზიტის დროს განიხილეს. მათ მიერ შერჩეული თემები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალში!

მოსწავლეები მწერალთა პანთეონში

22 Apr 2019

16 აპრილს V (PYP) კლასის მოსწავლეები “მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს“ ესტუმრნენ. ორი კვირის განმავლობაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წყვილებსა და ჯგუფებში გაინაწილეს სამუშაო და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: მოიძიეს საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები ქართველი მწერლების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაციები, შეისწავლეს ლექსები და მხატვრულ კითხვაში გაიწაფნენ. მთაწმინდაზე მოსწავლეებმა პანთეონი დაათვალიერეს, პატივი მიაგეს წინაპართა ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულებით შეამკეს, აგრეთვე წაიკითხეს ლექსები. იქვე მდებარე მამადავითის ეკლესიაც მოინახულეს. ეს დღე მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ეროვნული გალარეა

22 Apr 2019

"ევროპული სკოლის" მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის-“ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში დ. შევარძნაძის სახელობის ეროვნულ სამხატვრო გალერეას ესტუმრნენ. დაათვალიერეს ქართველი მხატვრების ექსპოზიცია, გაეცნენ ძველი თბილისის პეიზაჟებს და ჯორჯ კირიკოს ნამუშევრებს. მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ერთი დღე მუზეუმში

22 Apr 2019

16 აპრილს “ევროპული სკოლის“ მე-2ა კლასი ხელოვნების სასახლეს ეწვია. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 7 მუდმივმოქმედი დარბაზი, სადაც მუზეუმის გამორჩეული ექსპონატებია წარმოდგენილი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეცნენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. პრაქტიკულ ნაწილში კი დაამზადეს ხელნაკეთი სააღდგომო ბატკანი.

ფიზიოლოგიური და ანატომიური განვითარება მოზარდებში

22 Apr 2019

ჟორდანიას კლინიკის ექიმი მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამუნა გოგოლაძე “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეებს შეხვდა. ექიმმა ისაუბრა მოზარდობის ასაკში გოგონას ფიზიოლოგიური და ანატომიური განვითარების თავისებურებების შესახებ. ახალგაზრდებმა ბევრი საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მოისმინეს პრეზენტაციის დროს. კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს მათთვის საინტერესო თემები და ექიმის კვალიფიციური რჩევები მიიღეს.