ახალი ამბები

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

22 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა 3x3 სასკოლო სპორტულ ოლიპიადაში კალათბურთის სახეობაში. ტურნირში ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც თბილისის ასევე საქართველოს სხვადსხვა რეგიონის სკოლები.  წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს!

რობოტიკის საერთაშორისო შეჯიბრი

22 Apr 2019

9-12 აპრილის “ვროული სკოლის“ 11 მოსწავლე თურქეთში ქ.სამსუნში გამართულ რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს შეჯიბრში. გუნდის მენტორები რობოტიკის პედაგოგები დავით ნოზაძე და ლაშა გეწაძე იყვნენ. თურქეთის განათლების სამინისტროს ორგანიზებით შეჯიბრში 33 ქვეყნიდან 5000 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 3800-მდე პროექტი წარადგინეს. მოსწავლეებმა გაიცნეს მაღალი ტექნოლოგიური პრუდუქტის ნიმუშები; დაიმეგობრეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები; შეიძინეს გამოცდილება და დიდი სტიმულით დაგეგმეს მომდევნო შეჯიბრში მონაწილეობა. ღონისძიების ბოლოს მასპინძლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ქალაქ სამსუნის ღირშესანიშნაობები და მუზეუმები.

ქართული ენის დღე

16 Apr 2019

IB პროგრამის დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა ლიკა ვეკუამ და ეკა ბერძენიშვილმა ბიბლიოთეკაში ახლადგამოცემული წიგნის “33 ემოციის“ შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს. 2-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ, როგორც ქართული ასევე უცხოური დამწერლობის მოხაზულობის მრავალფეროვნებას და ნიმუშებს. წაიკითხეს სხვადსხვა პოეტებისა და მწერლების გამონათქვამები ქართული ანბანის შესახებ.

ESSEX-ის უნივერსიტეტი

16 Apr 2019

15 აპრილს “ევროპული სკოლის“ 11-12 კლასის მოსწავლეებს დიდი ბრიტანეთის ESSEX-ის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქეროლაინ ჰალინგი შეხვდა და მოსწავლეებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და უპირატესობები გააცნო. შეხვედრა ძალიან ინფორმატიული აღმოჩნდა მომავალი სტუდენტებისთვის.

ბრისტოლის სკოლა

16 Apr 2019

მომავალში პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ და დაათვალიერეს დერეკ პიკაპი საქართველოს საპატიო კონსული ინგლისში (ბრისტოლისა და სამხრეთ-დასავლეთიდან), ბრისტოლი-თბილისის სათემო ასოციაციის თავმჯდომარე და მისი მეუღლე ესთერი ბრისტოლის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის წარმომადგენელი. “ევროპულ სკოლასა“ და “ბრისტოლის სკოლას“ შორის პარტნიორობის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება სკოლის მენეჯმენტის შესახებ, მოსწავლეთა ვიზიტების დაგეგმვა და სასკოლო ცხოვრების განვითარება.

დედა ენის დღე

16 Apr 2019

15 აპრილს ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე აღნიშნეს და დერეფანში საკუთარი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფინეს. დაწერეს სხვადსხვა ფრაზები და გამონათქვამები. მესამე კლასის მოსწავლეებმა ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს და ამ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას დაცვასა და შენახვას დაპირდნენ.

“ევროპული სკოლის“ რეკლამა ვაკის პარკში

15 Apr 2019

11 აპრილს PYP პროგრამის მე-4 კლასის მოსწავლეები ვაკის პარკში წავიდნენ და “ევროპული სკოლის“ შესახებ სარეკლამო კამპანია აწარმოეს. ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები სწავლობდნენ, როგორ შექმნან რეკლამა და როგორ მოახდინონ გავლენა მომხმარებელის ქცევაზე. ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფურად და გადაიღეს სკოლის სარეკლამო ვიდეო, შექმნეს პლაკატები და ფლაერები შემდეგ კი ვაკის პარკში მოსეირნე ადამიანებს წარუდგინეს. თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობად აქციეს და გამოცდილებაც შეიძინეს. ამგვარი აქტივობა მათთვის ინფორმატიული, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი

12 Apr 2019

ბრიუსელში, ევროპარლამენტში მოქმედი “საქართვლოს მეგობრობის ჯგუფის,“ “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ “ევროპული სკოლისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვან საქართველოს“ შორის გაფორმდა ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის.

ვიზიტი ბრიუსელში

12 Apr 2019

5-8 აპრილს ბრიუსელში “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციისა და მოსწავლეებისთვის მაღალი დონის ვიზიტები და სემინარები გაიმართა. შეხვედრა მოეწყო ბელგიის სამეფოს ელჩსა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსთან ნატალია საბანაძესთან. მოსწავლეები შეხვდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნების სამეზობლო ურთიერთობების დირექტორს ბ-ნ ლოურენს მერიდიტს. შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან: მარია დელ კარმენთან, და მარკუს რუიზთან. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს რეზოლუცია საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე, აგრეთვე წარადგინეს ახალგარგაზრდების ძირითადი გამოწვევების რეზოლუციის პროექტი.