ახალი ამბები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი
15 May 201914 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს. საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ევროპული უნივერსიტეტები
14 May 201913 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ წარმომადგენლები ხუთი ევროპული უნივერსიტეტიდან: EHL – Swiss Hospitality Management School in Lausanne, Switzerland IE University, Madrid, Spain Bocconi University, Milan, Italy Modul University, Vienna, Austria Jacobs University, Bremen, Germany სტუმრებმა ისაუბრეს ევროპაში სწავლის უპირატესობებზე, ჩაატარეს პრეზენტაცია სასწავლო პროგრამების შესახებ და უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.

ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგი
14 May 201911-12 მაისს ბრიტანეთის საბჭოსა და “ევროპული სკოლის“ სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების სფეროში საყოველთაოდ ცნობილმა ექსპერტმა – სკოტ თორნბერიმ პედაგოგებისთვის საინტერესო ტრენინგები ჩაატარა. სკოტს, როგორც პედაგოგს და ტრენერს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. საერთაშირისო ექსპერტი სკოტ თორნბერი წარმატებით მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი ავტორობით გამოიცა არა ერთი ყველასათვის საჭირო სახელმძღვანელო ენის სწავლებასა და მეთოდოლოგიაზე.

პერსონალური პროექტების პრეზენტაცია
10 May 20197 მაისს “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში პერსონალური პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადსხვა თემებზე და გამოფენაზე აჩვენეს საკუთარი ნამუშევრები მშობლების, პედაგოგებისა და აუდიტორიის წინაშე. პროექტის მიზანია პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. მოსწავლეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს და სამომავლოდ კიდევ დაგეგმეს ახალი იდეების განხორციელება.

რა უნდა ვიცოდეთ ფაროსანას შესახებ?
10 May 20198 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მაკა მურვანიძე შეხვდა, რომელიც აგრეთვე USAID/REAP პროექტის კონსულტანტია აზიური ფაროსანას კვლელვის მიმართულებით. პროფესორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია “რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ.“ მან ისაუბრა მორფოლოგიის, ბიოლოგიის, მავნებლის კონტროლის საშვალებებზე და გააცნო მოზარდებს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ფაროსანას შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სერტიფიკატებით დაჯილდოება
10 May 2019“ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ თურქეთში ქ.სამსუნში გამართულ რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. დირექტორმა მიულოცა წარმატება მოსწავლეებს, პედაგოგებს და სერტიფიკატები გუნდის მენტორებს რობოტიკის პედაგოგებს დავით ნოზაძეს და ლაშა გეწაძესაც გადასცა.

ევროპის დღეები
10 May 2019ევროპის დღეები “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება და დაწყებილითი კლასის მოსწავლეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილები მოვიდნენ. წარმოადგინეს პრეზენტაციები საბერძნეთის, გერმანიის და სხვა წევრი ქვეყნების შესახებ. ისაუბრეს ევროკავშირის სიმბოლიკის დროშისა და ჰიმნის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ნაციონალური კოსტიუმების ჩვენება გამართეს და გამოთქვეს სურვილი საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მოგზაურობა ევროკავშირში
08 May 2019ევროპის ქვეყნების გაერთიანება 1951 წელს დაიწყო და დღეისათვის 28 ქვეყანაა გაერთიანებული. ევროკავშირის დროშა ლურჯი ფერისაა და 12 ვარსკვლავია გამოსახული. ჰიმნი ლ.ვ. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით შეიქმნა. 19 წევრი ქვეყანა კი ფულის ერთეულად ევროს იყენებს. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და სურთ მალე გახდენენ ევროპული ოჯახის წევრი. მთელი კვირის განმავლობაში “ევროპულ სკოლაში“ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს და საგანმანათლებლო და ინფორმაციულ შეხვედრებს ვმართავთ. სკოლის პიარმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზანტაცია “მოგზაურობა ევროკავშირში.“ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალისს და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მალე საქართველოც გახდეს მისი წევრი.

სტუმრად მუზეუმში
08 May 201924 აპრილს “ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-5 B კლასის მოსწავლეები საქრთველოს ეროვნულ მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი მე-20 საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯორჯიო დე კირიკოს გამოფენას ეწვივნენ. მოსწავლეებმა გამოფენაზე განიხილეს თემა “როგორ ვინაწილებთ პლანეტას.“ გაიფართოვეს თვალსაწიერი სხვდასხვა ხელოვანის ნამუშევრების გაცნობით და გლობალურ კონტექსტში განიხილეს მხატვრობა.