ახალი ამბები

ვიზიტი ძაღლების თავშესაფარში
18 Nov 2018შაბათს, 17 ნოემბერს, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ევროპული სკოლის MYP პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს თავშესაფრის ბინადარი ძაღლები და დათვები და საჩუქრად მიიტანეს საკვები ცხოველებისათვის.

ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
16 Nov 2018ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ. 16 ნოემბერს ცენტრში გაიხსნა ერეკლე II-ისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო ერეკლე II-ს პერიოდის სიგელ-გუჯრები, ხელნაწერები და სხვა დანიშნულების დოკუმენტები. ახალი ექსპოზიციის გარდა, მოსწავლეები გაეცნენ მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია უძველეს ხელნაწერთა მულიაჟები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია უძველესი ქართული ბეჭდვითი საქმიანობის შესახებ და დაათვალიერეს პირველი ქართული ნაბეჭდი ძეგლები (იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ვეფხისტყაოსანი და სხვა).

ფესტივალი "ოქროს საწმისი"
16 Nov 201815 ნოემბერს, ისტორიის პედაგოგ ქ-ნ მაია წენგუაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპულმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში “ოქროს საწმისი“. ფესტივალი ეძღვნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (პედ. ეკა ბერძენიშვილი) წარმოადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი“, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თემატიკაზე დაიდგა. ფესტივალი ჩატარდა საბერძნეთის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და თ.ს.უ.-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

პროექტი "სახლი" მე-5 კლასელების მონაწილეობით
16 Nov 2018IB პროგრამის მე-5ა კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "სახლი". პროექტია მიზანი იყო, ეჩვენებინა მათთვის სამსახიობო ხელოვნება, როგორც სათქმელის გადმოცემისა და აუდიტორიასთან კავშირის დამყარების საშუალება. პროექტის პირველ ნაწილში ბავშვებმა განიხილეს განსხვავებები "home"-სა და "house"-ს შორის და ისაუბრეს მათგან წარმოშობილ სიტყვებზე. მეორე ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს იგავის მიხედვით დადგმული მინი სპექტაკლი "სახლი" და განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟები. ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ამ პროექტში და მასში მონაწილეობის სახით სასიამოვნო გამოცდილება მიიღეს.

3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის ავტორი ჩვენი სკოლის ფაბლაბში
15 Nov 2018ევროპული სკოლის ფაბლაბში გაიმართა ღონისძიება FAB-X Talks, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერი იყო დავით მიზანდარი, პროექტ Qvevri XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი. Qvevri XYZ-მა პირველი ქართული 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი შექმნა. ტრადიციული ქვევრის წარმოების პროცესების ნაცვლად, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რისი მეშვეობითაც სტრუქტურულად გაუმჯობესებული და უფრო ხარისხიანი ქვევრი მიიღება. ღონისძიებაზე დავითმა ისაუბრა, თუ როგორ აქციეს ეს ორიგინალური იდეა რეალობად და მოუყვა აუდიტორიას 3D ტექნოლოგიით ქვევრის შექმნის პრინციპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ვორქშოფი ადამიანის უფლებებზე
13 Nov 2018სამშაბათს, 13 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩვენი მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვორქშოფი "საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლებების შესავალი" შეხვედრას უძღვებოდა შარლოტ ვასერანი, მოწვეული ტრენერი გერმანიიდან. ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრი , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV - Youth for Democracy-ს ბაზაზეა დაფუძნებული, სამომავლოდაც გააგრძელებს ევროპული სკოლის მოსწავლეებისათვის რეგულარულ ვორქშოფებს ადამიანის უფლებების თემაზე.

MYP-ს ნოემბრის ასამბლეა
12 Nov 2018ორშაბათს, 12 ნოემბერს, ჩატარდა ევროპული სკოლის საბაზო პროგრამის (MYP) ნოემბრის ასამბლეა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "პატარა გრძელცხვირა", რომელიც დადგმულია ცნობილი გერმანელი მწერლის, ვილჰელმ ჰაუფის, ნაწარმოების მიხედვით. დრამის წარმოდგენის შემდეგ, მოხდა MYP-ს მიერ წინა თვეში განხორციელებული აქტივობების შეჯამება. ასამბლეას ესწრებოდნენ მასწავლებლები, MYP-ს მოსწავლეები სრული შემადგენლობით და ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი, ქალბატონი სოფიო ბაზაძე.

ტრენინგი რთული ქცევის მართვაში
11 Nov 20189-10 ნოემბერს ჩვენი ბაღის მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი სახელწოდებით "რთული ქცევის მართვა". ამ ტრენინგზე მათ შეისწავლეს დამატებითი ტექნიკები და სტრატეგიები პრობლემური ქცევის პრევენციისა და მართვისათვის, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ უკეთ აკონტროლონ სასწავლო პროცესის ეფექტური მიმდინარეობა.

შოკოლადის დამზადების მასტერკლასი შოკოლატერია “არტიზანში“
10 Nov 2018შაბათს, 10 ნოემბერს, 1ბ კლასი იმყოფებოდა შოკოლატერია “არტიზანში“, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს შოკოლადის გამოგონების ისტორია და გაეცნენ შოკოლადის ნაირსახეობებს. პატარებმა უყურეს შოკოლადის შიგთავსით შევსებისა და ყალიბებში ჩამოსხმის მასტერკლასს. დასასრულს კი გემრიელად მიირთვეს მათ თვალწინ გაკეთებული შოკოლადის კანფეტები და ცხელი შოკოლადი. |ყველა ბავშვი კმაყოფილი, დადებითი ემოციებით სავსე და ტკბილეულობით ხელდამშვენებული დაბრუნდა სახლში.