ახალი ამბები

მე-4 კლასელთა გაერთიანებული ასამბლეა - ვსწავლობთ განსხვავებების პატივისცემას
10 Nov 20189 ნოემბერს, ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურიდან (PYP) ჩაატარეს გაერთიანებული ასამბლეა. მათ თავი მოუყარეს ბოლო 6 კვირის მანძილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და გაუზიარეს ის საერთაშორისო ბაკალავრიატის სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ქვეყნების შესახებ: აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ისრაელი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, ომანი და ინდოეთი. მათ ასევე შეასრულეს ქართული, რუსული, თურქული და ინდური სიმღერები და ცეკვები.

შემოდგომა ბოტანიკურ ბაღში
09 Nov 2018შემოდგომის ბუნების მრავალფეროვნებას ჩვენი ქართული პროგრამის მე-2ა კლასის მოსწავლეები თბილისის ბოტანიკურ პარკში დააკვირდნენ. ხელოვნების მასწავლებელი ლანა ბარაბაძე ბავშვებს ესაუბრა Land art-ის ( მიწის ხელოვნების) შესახებ, შემდეგ კი ოჯახის თემაზე პატარებმა მცენარეებისაგან შექმნეს სახლის კომპოზიცია.

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი
09 Nov 2018ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის 4-12 კლასელები. ფინალურ მატჩში პირველ საფეხურზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ MYP მე-6 და PYP მე-5ბ კლასის მოსწავლეები, მეორე საფეხურზე - MYP მე-8 და AHS მე-9 კლასები, ხოლო მესამეზე - AHS მე-11 და AHS მე-12. გაიმარჯვეს MYP მე-6, MYP მე-8 და AHS მე-12 კლასების მოსწავლეებმა, შესაბამისი თანმიმდევრობით. გამარჯვებული გუნდის წევრებთან ერთად, ევროპული სკოლისგან, საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს: საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი. ჩემპიონატში მონაწილეები დააჯილდოეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ და ბატონმა ივერი ჭელიძემ, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ესწრება ჩემპიონატის მსვლელობას. აღსანიშნავია, რომ მესამე საფეხურის გამარჯვებული ამერიკული სკოლის მე-12 კლასი წარმოადგენს ივიკოს ყოფილ კლასს, ამიტომაც ამ გამარჯვებას ისინი განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.

ვინ ვართ ჩვენ - თემის შეჯამება და ექსკურსია შატო მუხრანში
09 Nov 2018ევროპული სკოლის IB პროგრამის მეორეკლასელებმა შეაჯამეს "ვინ ვართ ჩვენ" თემის ფარგლებში მიღებული ცოდნა და საკუთარი ხელით შექმნეს საზოგადოების მინი 3D მოდელები, სადაც თითოეულ წევრს მიანიჭეს მისი უნიკალური როლი და პასუხისმგებლობები. პატარებმა ერთად იმუშავეს მათ საზოგადოებაში არსებული თეორიული პრობლემების გადაჭრის გზებზე და თანატოლებს წარუდგინეს თავიანთი ხედვა. შემაჯამებელი გაკვეთილის მეორე ნაწილი არაფორმალურ გარემოში, ქალაქგარეთ გაგრძელდა. მოსწავლეები ეწვივნენ შატო მუხრანსა და მის ულამაზეს ფერმას. ბავშვებმა თავად ამოავლეს ჩურჩხელები და გამოაცხვეს თონის პური და ხაჭაპური.

სტუმრობა სოციალურ საწარმო ბაბალეში
08 Nov 20187 ნოემბერს, ქართული სექტორის Iგ კლასი ექსკურსიაზე იყო სოციალურ საწარმოში "ბაბალე". ბავშვები გაეცნენ ფერების შესახებ ინფორმაციას, თავად შეაზავეს და მიიღეს ფერები, რომლითაც მოხატეს კრეატიულად დამზადებული ხის ნივთები, ასევე, გააფორმეს ორნამენტებით და ბრჭყვიალა დეტალებით. სათამაშოები, რომლებიც პატარებმა მოხატეს, თან წამოიღეს, რამაც ძალიან გაახარა ისინი.

ჰელოუინი 2018 ევროპულ სკოლაში
07 Nov 2018წლის ყველაზე საშიშ წვეულებაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჰელოუინე განწყობაზე დიდი მონდომებით იზრუნეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებმაც თავად მოაწყვეს წლევანდელი წვეულება. ️ პროგრამაში იყო საშინელებათა სახლი, ფსიქოლოგიური წამების ოთახი, კოსტუმების პოდიუმი, სახალისო თამაშები, მუსიკალური, დრამისა და საცეკვაო ნომრები და ქიმიური ექსპერიმენტები. საღამოს მეორე ნაწილი კი დიჯეისთან ერთად ენერგიულად ცეკვაში გავატარეთ.

ექსკურსია წვენების ქარხანაში
07 Nov 20187 ნოემბერს 1ბ კლასი იმყოფებოდა წვენების ქარხანა “ კამპაში“. მოსწავლეებმა უყურეს ჩამოსხმის პროცესს, პროდუქტის შეფუთვას და იმყოფებოდნენ საწყობში, სადაც რამდენიმე ათასი წვენი იყო განთავსებული. გაისეირნეს სპეციალური მანქანითაც, რომელსაც წვენები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ბოლოს კი ვიზიტის ყველაზე გემრიელი ნაწილი - წვენების დეგუსტაცია გაიმართა. საბოლოოდ, პატარები აღფრთოვანებულები და დადებითი ემოციებით სავსენი წამოვიდნენ სახლში.

ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ის საზეიმო გახსნა ევროპულ სკოლაში
06 Nov 2018სიამაყით წარმოგიდგენთ რეგიონში პირველ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას ჩვენი სკოლის სივრცეში. ️FabLab-ის არსებობა ევროპულ სკოლაში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და აღიჭურვონ ცოდნით, რომელსაც გამოიყენებენ საქართველოში საერთაშორისო დონის ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, FabLab-ის მოდელი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზეა დამყარებული, რაც კომპლექსში გააძლიერებს სკოლაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლების პროცესს.

ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
06 Nov 20186 ნოემბერს IV ბ კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენილი ქართულ ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია წიგნის შექმნის პროცესისა და ქართული ანბანის განვითარების ეტაპების შესახებ.