ახალი ამბები

სტუმრად გადაცემაში “ქალების ნარატივი“ ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე!

29 May 2018

“ევროპული სკოლის“ განვითარების 10 წლიანი გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. ეს 10 წელი თვითდამკვიდრების, ძიების და, რასაკვირველია, დიდ წარმატებათა წლები იყო. “ევროპულმა სკოლამ“ მოიპოვა ღირსეული ადგილი, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც.

”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივი ინოვაციურo პროექტი "ინვესტიცია მომავალში"

29 May 2018

2018 წლის სექტემბრიდან ”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივ, ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სკოლა STEM (Science, Technology Engineering and Math) ფორმატის სასწავლო დაწესებულებად გადაიქცეს, შექმნას ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის, ბავშვებს გადასცეს ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალში. სკოლის ბაზაზე შეიქმნება მომავლის პროფესიების სასწავლო ინოვაციების ცენტრი, სადაც სკოლის მოსწავლეები 1-12 კლასების ჩათვლის დაეუფლებიან ისეთ პერსპექტიულ მიმართულებებს, როგორიც არის: ინდუსტრიული რობოტოტექნიკა, 3D მოდელირება და 3D ბეჭვა, მომავლის სამრეწველო დანადგარების გამოყენება, ინდუსტრიული დიზაინი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და სხვა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“

28 May 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 26 მაისს “ევროპულ სკოლაში“ დღე დროშის აწევით დაიწყო. დროშა ბავშვების ხელით გახლდათ შეკერილი. მოსწავლეებს ტანთ თავიანთი დიზაინით შექმნილი მაისურები ემოსათ. დროშის აღმართვისას გაისმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი “დიდება.“ ჩოხებში გამოწყობილმა უმცროსკლასელებმა ერთხმად იმღერეს “ჩემო კარგო ქვეყანავ.“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 May 2018

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.ბავშვებმა გააფერადეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა, ,მოუსმინეს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“

25 May 2018

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. დილა დაიწყო სკოლის მისაღებში შეკრებით, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი საქართველოს დროშა და პირველი რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, კანონები, ფულის ერთეული - ბონი. გაკვეთილებზე ხაზი გაესვა 26 მაისის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა სკოლის ეზო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლიკით მოხატეს, კედლებზე კი ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს წარწერა: 100 FREE.

“ფიფქია და ათი ჯუჯა“ ევროპულ საბავშვო ბაღში

24 May 2018

2018 წლის 23 მაისს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ ინგლისურენოვან “სანი“ ჯგუფში (3-4 წლიანების ჯგუფი) ჩატარდა თეატრალური დადგმა სახელწოდებით “ფიფქია და ათი ჯუჯა.“ ფორმაში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს ის მასალა, რომელიც წლის განმავლობაში შეისწავლეს.

მოგზაური გამოფენა “ ევროპულ სკოლაში“

24 May 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 23 მაისს ქართული პროგრამის მე-9-10-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო გაკვეთილი სახელწოდებით “მოგზაური გამოფენა.“ მოზარდებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორია განიხილეს და ხელოვნება ახალი კუთხით დაინახეს; კერძოდ, მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროტესტის ხელოვნება, მხატვრობა, ხელოვნებისა და ცენზურის დაპირისპირება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ბავშვებმა დაათვალიერეს ფოტოები და ნამუშევრები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არის შექმნილი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.

TEDx ღონისძიება “ევროპულ სკოლაში“

23 May 2018

2018 წლის 22 მაისს “ევროპულმა სკოლამ“ მეექვსედ უმასპინძლა ყოველწლიურ TEDxIBEuropeanSchool კონეფერენციას. ეს იყო ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება, რომელმაც გააცოცხლა TED-ისთვის დამახასიათებელი უნიკალური გამოცდილება. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თორმეტი მოხსენება, გააჟღერეს ახალი ხედვები და იდეები. მოწვეულმა სპიკერმა, მუსიკოსმა პაპუნა შარიქაძემ აუდიტორიას, საინტერესო მოხსენებასთან ერთად, სასიამოვნო ჯაზური კომპოზიციაც შესთავაზა. ღონისძიების თემა იყო “იპოვე საკუთარი შეხედულება.“ მოსწავლეებმა, პირად გამოცდილებასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ახალი ხედვები, რომლებიც ორგანულად ერწყმოდა მათ ინტერესებს. სპიკერებმა დამსწრეებს საშუალება მისცეს, სხვადასხვა კუთხით შეეხედათ ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ფობია, მოდა, მეღვინეობა, ვეგანიზმი, თვით საშინაო დავალებაც კი. ღონისძიება ბევრისთვის შთაგონების წყაროდ და გონების სტიმულაციის საშუალებად გადაიქცა.