ახალი ამბები

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების მორიგი წარმატება
19 Jun 2018“ევროპულმა სკოლამ“ 163 ქვეყანას შორის საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში “Genius – International High School Environmental Project.” ჩვენმა წარმატებულმა მოსწავლეებმა, ანა ბზიკაძემ და ანა წულაიამ ბიოლოგიის პროექტში ჩვენი ქვეყანა ასახელეს და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. ისინი საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ და მიიღეს სამხრეთ კორეაში მოგზაურობის სრული დაფინანსება.

ევროპული ბაღის გამოსაშვები საღამო 2018 წ
18 Jun 201816 ივნისს, "ევროპული ბაღის" ჩატარდა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი. ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.

ხუთშაბათობა
14 Jun 2018“ევროპული სკოლის“ მეხუთეკლასელებმა კარგად იციან რატომ ჰქვია “ხუთშაბათობა“ გაკვეთილებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. სკოლის ბიბლიოთეკაში ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეები ერთად კითხულობენ, ფიქრობენ, მსჯელობენ ქართული სიტყვის ხიბლზე....

ევროპული საბავშო ბაღის დამთავრების ცერემონიალი 2018
12 Jun 2018ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.

IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება
11 Jun 20188 ივნისს, “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მიუზიკლი “ოთხი წელი ევროპულ სკოლაში”. ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები ზეპირმეტყველებაში, სიმღერასა და ცეკვაში. დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება იყო შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე.

კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი “ევროპულ სკოლაში“
07 Jun 20182018 წლის 6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ჰიმნით, რომელიც შეასრულა “ევროპული სკოლის“ მოსწავლემ და საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პრიზიორმა - თამთა დიასამიძემ. სტუმრებსა და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიესალმნენ “ევროპული სკოლის“ აკადემიური დირექტორი, სოფიო ბაზაძე, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების დირექტორი, ქრისტო სტეინი, და ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ჯოზეფ ბლეიკი.

“ევროპული ბაღი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
01 Jun 20182018 წლის 1 ივნისს “ევროპულმა ბაღმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, დაესწრნენ თოჯინების თეატრის წარმოდგენას და ისაუბრეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე.

ყვავილების ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“
01 Jun 20182018 წლის 1 ივნისს, “ევროპული სკოლის“ ეზოში გაიმართა ყვავილების ფესტივალი. ფესტივალის სამზადისში მონაწილეობა მიიღეს ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მოსწავლეებმა. სკოლის ეზოს ბავშვების ხელით შექმნილი ნამუშევრები ამშვენებდა. პატარებმა დაგეგმეს საქველმოქმედო აქცია - თავიანთი ხელით მოხატეს ყვავილების ქოთნები და გასაყიდად გამოიტანეს. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას. მე-5-6 კლასის მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, დაწნეს გვირილების გვირგვინები და ღონისძიების დასასრულს ჩაატარეს ფლეშ-მობი. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ყვავილების ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ.