ახალი ამბები

საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამისა (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის დღე

19 Apr 2018

18 აპრილს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, “ევროპული სკოლის“ IB PYP და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურიც შეუერთდნენ. პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებისაგან: “ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა მხიარულ სტარტებს უმასპინძლა: IB PYP-ის მეოთხე “ა,” “ბ “და “გ” კლასების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ჩატარდა ღია გაკვეთილები და IB PYP-ის კონცერტი “ევროპული სკოლის“ ეზოში. ასამბლეაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც წარმოადგინეს ტრანსდისციპლინარული თემები სხვადასხვა ფორმით, რაზეც საგნობრივად მუშაობდნენ მთელი წლის განმავლობაში. ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის სახით გადმოსცეს მოთხრობებში შესწავლილი ცხოველების ნირი. ქართული პროგრამის I “ბ“ კლასის მოსწავლეებმა ბაქტერიების გავრცელების პრობლემა განიხილეს. ქართული პროგრამის II კლასი მუშაობს თემაზე თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა; მხოლოდ ადამიანს ახასიათებს ეს თვისება? შესაძლებელია თუ არა ადამიანებმა და ცხოველებმაც იმეგობრონ? მოსწავლეებმა მუსიკალური პერფომანსითა და პრეზენტაციით ძაღლების თავშესაფრის შესახებ ნაწილობრივ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ქართული პროგრამის III კლასის მოსწავლეებმა კომპოსტის დამზადებასა და მცენარეების ზრდა-განვითარებაში სასუქის დანიშნულების შესახებ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია. ქართული პროგრამის IV კლასმა ისაუბრა თაობებს შორის ურთიერთობების საკითხებზე. ასამბლეა სხვადასხვა ნომინაციის დაჯილდოვებით დასრულდა.

“ევროპული სკოლა“ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა

18 Apr 2018

18 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მე-8 კლასის მოხალისე მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ზამბახების კოლექცია სარეველა ბალახებისგან გაათავისუფლეს და არბორეტუმის ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების ეს აქცია მათ დედამიწის დღეს მიუძღვნეს, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნავს.

კალათბურთის დღე “ევროპულ სკოლაში“

17 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა საკალათბურთო მატჩს უმასპინძლა 17 აპრილს: საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართული პროგრამის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქართული პროგრამის სასარგებლოდ, 69:64 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეები 42 ქულით ირაკლი ქოჩიაშვილი, და 34 ქულით ლუკა წურწუმია გახდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

17 Apr 2018

13 აპრილს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისთვის 12 გუნდი შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა: ზუკა ქევანიშვილმა, გიორგი იმნაიშვილმა, გიორგი ჩახნაშვილმა და ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა. გუნდის ინსტრუქტური იყო დავით ნოზაძე, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი, ხოლო გუნდის სამეცნიერო მენტორი - მაქსიმ იავიჩი, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი. კონკურსში მონაწილე გუნდები მოინახულეს აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

13 Apr 2018

"ევროპული სკოლაში" გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით "შუშაბანდის ამბები". თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სტუმრობა უტიზმის ცენტრში

10 Apr 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის მსოფლიო დღე. საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის “ევროპულ სკოლამაც“ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებისფარგლებში, რის შედეგადაც შეირჩა ბავშვებთან ერთად ხეეებისა და ყვავილების დარგვა. ღონისძიებაში ჩაერთო მე-11 კლასელები და ეწვივნენ აუტისტი ბავშვების სასწავლებელ ცენტრს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრი, მოინახულესბავშვები და ერთად შეიტანეს წვლილი მათი გარემოს გალამაზებაში.

ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი “ევროპულ სკოლაში“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ რობოტიქსის პედაგოგის, დავით ნოზაძის ორგანიზებით, 2 აპრილს, სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ინოვაციური ღონისძიება სახელწოდებით ,,ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.” აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო “ევროპული სკოლის“ ყველა ის მოსწავლე, ვინც მოამზადა ხელნაკეთი მანქანის მოდელი ან ნიმუში. ღონოსძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა, 1-დან დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჟიურის დახმარებით გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. მთავარი პრიზი, სუპერ თასი, წილად ხვდა მე-2 კლასის მოსწავლეს, საბა ნოდიას, საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის შექმნისთვის.

ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“

04 Apr 2018

4 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი." პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა. კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია. შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 3 აპრილს, ”ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს და საზოგადოებას გააცნეს აფხაზეთში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლები და მოიძიეს მასალა აფხაზური ტრადიციების შესახებ, რომელიც დოკუმენტური ფილმის სახით წარუდგინეს მაყურებელს.