ახალი ამბები

მოსწავლეთა კონფერენცია “ევროპულ სკოლაში“
23 Apr 20182018 წლის 21 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: უცხო ენები, მათემატიკა, ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საზოგადოებრივი მეცნიერებები. “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები და კვლევები. კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, რომლებმაც მოისმინეს და შეაფასეს ბავშვების ნაშრომები. კონფერენციის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში”
23 Apr 201820 აპრილს, IB-ის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულმა სკოლამ“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღეს უმასპინძლა. მეცნიერებათა დღე დილიდანვე აქტიურად და უჩვეულ გარემოში დაიწყო. ქიმიური ელემენტების ცნობილი სიმღერის ფონზე, მე-10 კლასის მოსწავლეები, დავით გრიგოლია, მიშა ფრუიძე, ანა ახალაია და ნინი დაგარგულია, ხელოვნური სისხლის ჭრილობის იმიტაციით ხვდებოდნენ მოსულ სტუმრებს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღია გაკვეთილები სხვადასხვა თემაზე: “დედამიწა და გარე სამყარო,“ “ნიოსი - მკვლელი ტბა,” “დნობა და დუღილი,“ “სამყაროს კლასიფიკაცია,“ “ქიმიური რეაქციის სიჩქარე,“ “აფრიკისა და ავსტრალიის ბინადრები” და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე: “ძილი და სიზმარი;“ ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები ფიზიკაში, რაც ემსახურებოდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დაინტერესებას საბუნებისმეტყველო საგნებით. სანახაობრივი იყო სკოლის შიდა ეზოც, სადაც მოეწყო ქიმიური შოუ; მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მიერთვათ თხევად აზოტში გაყინული ბურბუშელები, დამწვრობის გარეშე ხელებზე ცეცხლი აეალებინათ, ენახათ სხვადასხვა ფერის გიგანტური ქაფების ამოფრქვევა და გამოეყენებინათ სხვადასხვა ფიზიკური ხელსაწყოები. დღე დაასრულა ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის ასამბლეამ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, მუსიკალური ნომრები, სპექტაკლები.

“ევროპული ბაღი“ დედამიწის დღეს აღნიშნავს
20 Apr 201820 აპრილს, “ევროპულ ბაღში“ დედამიწის დღე აღინიშნა. ბავშვებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით “დედამიწა.“ მათ ნარჩენებისა და მეორადი მასალისგან ხელნაკეთი ნამუშევრები მოამზადეს და შეეცადნენ, სუფთა და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამისა (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის დღე
19 Apr 201818 აპრილს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, “ევროპული სკოლის“ IB PYP და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურიც შეუერთდნენ. პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებისაგან: “ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა მხიარულ სტარტებს უმასპინძლა: IB PYP-ის მეოთხე “ა,” “ბ “და “გ” კლასების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ჩატარდა ღია გაკვეთილები და IB PYP-ის კონცერტი “ევროპული სკოლის“ ეზოში. ასამბლეაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც წარმოადგინეს ტრანსდისციპლინარული თემები სხვადასხვა ფორმით, რაზეც საგნობრივად მუშაობდნენ მთელი წლის განმავლობაში. ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის სახით გადმოსცეს მოთხრობებში შესწავლილი ცხოველების ნირი. ქართული პროგრამის I “ბ“ კლასის მოსწავლეებმა ბაქტერიების გავრცელების პრობლემა განიხილეს. ქართული პროგრამის II კლასი მუშაობს თემაზე თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა; მხოლოდ ადამიანს ახასიათებს ეს თვისება? შესაძლებელია თუ არა ადამიანებმა და ცხოველებმაც იმეგობრონ? მოსწავლეებმა მუსიკალური პერფომანსითა და პრეზენტაციით ძაღლების თავშესაფრის შესახებ ნაწილობრივ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ქართული პროგრამის III კლასის მოსწავლეებმა კომპოსტის დამზადებასა და მცენარეების ზრდა-განვითარებაში სასუქის დანიშნულების შესახებ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია. ქართული პროგრამის IV კლასმა ისაუბრა თაობებს შორის ურთიერთობების საკითხებზე. ასამბლეა სხვადასხვა ნომინაციის დაჯილდოვებით დასრულდა.

“ევროპული სკოლა“ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა
18 Apr 201818 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მე-8 კლასის მოხალისე მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ზამბახების კოლექცია სარეველა ბალახებისგან გაათავისუფლეს და არბორეტუმის ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების ეს აქცია მათ დედამიწის დღეს მიუძღვნეს, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნავს.

კალათბურთის დღე “ევროპულ სკოლაში“
17 Apr 2018“ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა საკალათბურთო მატჩს უმასპინძლა 17 აპრილს: საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართული პროგრამის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქართული პროგრამის სასარგებლოდ, 69:64 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეები 42 ქულით ირაკლი ქოჩიაშვილი, და 34 ქულით ლუკა წურწუმია გახდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
17 Apr 201813 აპრილს გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისთვის 12 გუნდი შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა: ზუკა ქევანიშვილმა, გიორგი იმნაიშვილმა, გიორგი ჩახნაშვილმა და ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა. გუნდის ინსტრუქტური იყო დავით ნოზაძე, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი, ხოლო გუნდის სამეცნიერო მენტორი - მაქსიმ იავიჩი, “ევროპული სკოლის“ მასწავლებელი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი. კონკურსში მონაწილე გუნდები მოინახულეს აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
13 Apr 2018"ევროპული სკოლაში" გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით "შუშაბანდის ამბები". თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სტუმრობა უტიზმის ცენტრში
10 Apr 2018გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის მსოფლიო დღე. საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის “ევროპულ სკოლამაც“ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებისფარგლებში, რის შედეგადაც შეირჩა ბავშვებთან ერთად ხეეებისა და ყვავილების დარგვა. ღონისძიებაში ჩაერთო მე-11 კლასელები და ეწვივნენ აუტისტი ბავშვების სასწავლებელ ცენტრს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრი, მოინახულესბავშვები და ერთად შეიტანეს წვლილი მათი გარემოს გალამაზებაში.