ახალი ამბები

მორიგი გამარჯვება: 23-ე საერთაშორისო კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“

02 May 2018

27 აპრილს, ქ. ლიტვაში ჩატარებულ იქნა რიგით 23-ე კონფერენცია “საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018. კონფერენცია გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე. IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ, წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი - SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე - აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი - SCSA-ს პროექტ მენეჯერი და ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მასწავლაბელი.

“ევროპული სკოლის“ მარათონი

28 Apr 2018

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული “ევროპულმა სკოლამ“ 28 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული შეჯიბრით დაასრულა. 2500 მეტრის სიგრძის გარბენში “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის დაახლოებით 50-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა (ქართული პროგრამა, ამერიკული უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო ბაკალავრიატი - IB). მარათონის მიზანი გახლდათ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და წახალისება სკოლის საზოგადოებაში.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში“

27 Apr 2018

27 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა დღე გაიმართა. სკოლამ უმასპინძლა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს. ქართული პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - “ფოტოებით გაცოცხლებული ისტორია.“ ფოტოების მეშვეობით, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს სახელმწიფოების დაარსების, ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები.

​მათემატიკის დღე “ევროპულ სკოლაში“

26 Apr 2018

26 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მათემატიკის დღე გაიმართა. ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: “რეალური ამოცანები პროცენტებზე,“ “საველე მუშაობა მათემატიკაში,“ “შემაჯამებელი გაკვეთილი smart ტექნოლოგიის გამოყენებით,“ “აღმოვაჩინოთ ოქროს რიცხვები,“ და ა.შ. ღია გაკვეთილები დაფუძნებული იყო მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ კვლევებზე.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე “ევროპულ სკოლაში“

25 Apr 2018

25 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე გაიმართა. დილა ორიგინალურად დაიწყო - მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ლიტერატურული გმირების ფორმებში გამოწყობილები ეგებებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და ლიტერატურული განწყობა შეუქმნა. სკოლამ უმასპინძლა მრავალ საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სტუმრად ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტში

25 Apr 2018

24 აპრილს ქართული პროგრამის 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეები “ევროპული სკოლის“ ბიოლოგიისა და ქიმიის კაბინეტს ესტუმრნენ. პატარები გაეცნენ მეორადი ქაღალდის გადამუშავების ტექნოლოგიას და მონაწილეობაც მიიღეს გადამუშავების პროცესში. ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა ჟამურაშვილმა, ბავშვებს აუხსნა, რომ მავნე ბაქტერიების გარდა, არსებობენ ე.წ. “კეთილი“ ბაქტერიები, რომელთა მიღებაც ბუნებრივადაა შესაძლებელი ისეთი საკვებიდან, როგორიცაა მაწონი ან იოგურტი. ბავშვებმა “კეთილი ბაქტერიების“ შესახებ უყურეს ანიმაციურ ფილმს და შემდეგ ბაქტერიებს მიკროსკოპითაც დააკვირდნენ.

უცხოური ენების დღე “ევროპულ სკოლაში“

24 Apr 2018

2018 წლის 24 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ უცხოური ენების დღე ჩატარდა. დილა ხალისიანად და არატრადიციულად დაიწყო: მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და მხიარული განწყობა შეუქმნა. დღე გახსნეს ქართული პროგრამის მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა; მათ წარმოადგინეს ერთობლივი გაკვეთილი, სადაც გერმანული, ფრანგული და რუსული ენები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ICT დღე "ევროპულ სკოლაში"

23 Apr 2018

2018 წლის 23 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ ტექნოლოგიების დღე ჩატარდა. ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურსექციებად: “რიცხვების შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში,” “ქაღალდის რაკეტების შოუ,“ “ორგანზომილებიანი მასივები ყოფაცხოვრებაში,“ “მოციმციმე შუქდიოდის აგება არდუინოს გამოყენებით,” “როგორი უნდა იყოს ეფექტური პუბლიკაციები“ და ა.შ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკოლაში”

23 Apr 2018

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური დარეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის ბავშვებიც შეუერთდნენ: მე-11 კლასის მოსწავლეები პატარებს ესტუმრნენ და წაუკითხეს ცნობილი ნაწარმოები, “ჰარი პოტერი.“