ახალი ამბები

ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი “ევროპულ სკოლაში“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ რობოტიქსის პედაგოგის, დავით ნოზაძის ორგანიზებით, 2 აპრილს, სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ინოვაციური ღონისძიება სახელწოდებით ,,ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.” აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო “ევროპული სკოლის“ ყველა ის მოსწავლე, ვინც მოამზადა ხელნაკეთი მანქანის მოდელი ან ნიმუში. ღონოსძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა, 1-დან დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჟიურის დახმარებით გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. მთავარი პრიზი, სუპერ თასი, წილად ხვდა მე-2 კლასის მოსწავლეს, საბა ნოდიას, საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის შექმნისთვის.

ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“

04 Apr 2018

4 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი." პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა. კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია. შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 3 აპრილს, ”ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს და საზოგადოებას გააცნეს აფხაზეთში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლები და მოიძიეს მასალა აფხაზური ტრადიციების შესახებ, რომელიც დოკუმენტური ფილმის სახით წარუდგინეს მაყურებელს.

აშშ-ის საელჩო სტუმრად “ევროპულ სკოლაში”

03 Apr 2018

2018 წლის 2 აპრილს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს, აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს და ამერიკულ სათვისტომოსთან ურთიერთობის განყოფილების კოორდინატორს, ჯენი განოს. ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ და მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, სოფო ნონიკაშვილმა და ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ლომაძე-გაბიანმა, სტუმრებს სკოლის შენობა დაათვალიერებინეს.

ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში“

02 Apr 2018

2018-2019 სასწავლო წლისთვის დაიწყო “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა რეგისტრაცია. ამასთან დაკავშირებით 31 მარტს ჩატარდა ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში,” სადაც დაინტერესებულმა სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა პროგრამა, რომელიც დაეხმარა მოსულ სტუმრებს უფრო ახლოს გაცნობოდნენ სკოლას. ისინი სკოლის დარბაზში დეტალურად გაეცნენ სკოლის პროგრამებს და იმ უპირატესობებს, რომლებიც “ევროპულ სკოლას“ გააჩნია. საინტერესო იყო სკოლის ტური მოსწავლეების თანხლებით; მათი დახმარებით მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა და გაესაუბრნენ თითოეული პროგრამის კოორდინატორს, დაესწრნენ საჩვენებელ გაკვეთილებს. ღია კარის დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული სკოლის მთავარი უპირატესობები და ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცოდნის მიღებას “ევროპულ სკოლაში“ გადაწყვეტენ.

ევროპული სკოლის“ მოსწავლეები სტუმრად თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

02 Apr 2018

2018 წლის 30 მარტს საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) მე-3-4 კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას. სტუმრობის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის გაზიარებათანატოლებისთვის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინტერესისა და ცოდნიდან გამომდინარე, ისინი მიიწვიეს გადაცემა ,,პირადი ექიმის’’ გუნდის წევრებად. მათ მოვალეობებში შედიოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა თანატოლებში.

თინათინ მაჭრაშვილი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კონკურსის გამარჯვებულია

29 Mar 2018

“ვროპული სკოლის“ ფრანგული ენის მასწავლებელმა თინათინ მაჭარაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონკურსში და მოიპოვა სტიპენდია, რის საფუძველზეც გაემგზავრება პედაგოგიურ სტაჟირებაზე ქ. ნიცის Université Francophonia-ში და გაივლის ორკვირიან საკვალიფიკაციო კურსს უცხო ენის სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ. კურსის მიზანია ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება, რაც კულტურათაშორისი დიალოგის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

რობოტიქსის გაკვეთილი ტექნოპარკში

28 Mar 2018

ამა წლის 22 თებერვალს და 1 მარტს “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა დავით ნოზაძემ V კლასის მოსწავლეებს ტექნოპარკში ჩაუტარა რობოტიქსის გაკვეთილი, რომელზეც სახალისო ელექტროობის ელემენტებს და ინოვაციურ სასკოლო ხელსაწყოების ნაკრებს LittlelBits გაეცნენ მოზარდები. მოსწავლეებმა ააწყვეს წრედები და თავიანთი ხელით შექმნეს ელეტრო მოწყობილობები. გაკვეთილის შემდეგ მათ დაათვალიერეს ტექნოპარკის სამეწარმეო გარემო, ნახეს 3 -D პრინტერები და სხვა ინოვაციური აპარატურა. მსგავსი გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდება “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. იგეგემება სახალისო ელექტროობა Arduino-ს გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს სწავლის პროცესს.

პატარები და მეცნიერებაბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.

28 Mar 2018

ბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.