“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები-ესეების კონკურსის გამარჯვებულები
11 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის თანამონაწილეობით, გამართა ესეების კონკურსი.
ღონისძიების მიზანი გახლდათ ქართულ-გერმანული ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენა და აღნიშნული თემატიკით ახალგაზრდა ავტორების, მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება.
კონკურსში მონაწილე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა გიორგი მაჭარაშვილმა(მე-12 კლასი)და გიორგი თევზაძემ(მე-9 კლასი) პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი თევზაძის ნაშრომმა,, პარაშუტის კაბა“ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, არანაკლები ქულებით იქნა შეფასებული გიორგი მაჭარაშვილის კვლევა “ქართველი მეცნიერები გერმანიაში“.
ჟიურის თავჯდომარე გახლდათ რაინ-ერფტის მწერალთა კავშირის წარმომადგენელი, ლირიკოსი, დრამატურგი და ქართული ანთოლოგიის მთარგმნელი ბატონი გერტ რობერტ გრიუნერტი, რომელიც გულთბილადგაესაუბრა ჩვენ მოსწავლეებს, მოუწონა მათ ნაშრომები და აღფრთოვანება ვერ დამალა გერმანული ენის იმ სიღრმისეული ცოდნის გამო, რაც “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები გამოავლინეს.