ჯანსაღი ცხოვრების წესი
ოქტომბრის შუა რიცხვებში PYP მე-3 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ “კუს ტბაზე“. ახალი სასწავლო წლის პირველ თვეს მოზარდები გაეცნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, საკვების ტიპის, ვარჯიშის, ჯანსაღი ძილის და პირადი ჰიგიენის მნიშვნელობას ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის. “კუს ტბაზე“ ვიზიტის მიზანი იყო, მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მიღებული ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინათ . მოზარდებმა მოაწყვეს გარბენი ტბის ირგვლივ, მიიღეს მონაწილეობა სპორტულ თამაშებში, ჯანსაღი საკვები დააგემოვნეს, ამასთან “კუს ტბის“ დამთვალიერებლებს სპეციალურად მომზადებული ფლაერები გადასცეს. მოსწავლეებმა დღე საინტერესოდ გაატარეს და მნიშვნელოვანი ცოდნა-გამოცდილებაც შეიძინეს:
რომა: მე ვისწავლე პულსის გაზომვა;
მარიამი: მე ვისწავლე, რომ ჯანსაღად უნდა ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ;
ატილა: ჩვენ მრავალფეროვანი საკვები უნდა მივიღოთ;
ელეი: რძე ძვლების სიმაგრეს უწყობს ხელს;
შაია: კარგად უნდა გამოვიძინოთ, რომ ვიყოთ ენერგიულები;
ფიდანი: სხვადასხვა სპორტში უნდა ჩავერთოთ;
მერაბი: დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი უნდა მივირთვათ;
ბილჯი: ვისწავლე, რომ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
ანასტასია: ხელების დაბანით მიკრობებისგან დავიცავთ თავს.