სიახლეები

კლუბების გამოფენა

“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის! მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.

პირველი დღე სკოლაში

დღეს ,,ევროპულმა სკოლამ" სამივე შენობაში ფართოდ გაუღო კარი მოსწავლეებს და აღნიშნა კიდევ ერთი საინტერესო, სასწავლო მოგზაურობის დაწყება.

"საბადოს" ლიდერობის აკადემიის სპეციალური შეთავაზება "ევროპული სკოლის" მოსწავლეებისთვის!

თუ ხარ "ევროპული სკოლის" მე-8-მე-12 კლასელი, მოიწვიე მეგობარი ნებისმიერი სხვა სკოლიდან "საბადოს" საზაფხულო კურსებზე.

ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 11 ივნისს გაიმართა. სკოლაში შექმნილი საზეიმო განწყობა უკვე ეზოდან იგრძნობოდა, სადაც მაშხალების ამოფრქვევის შემდეგ, მოსწავლეებმა წითელ ხალიჩაზე გაირეს მშობლებისა და მასწავლებლების აპლოდისმენტების თანხლებით.

“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“

ქართული პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ ღონისძიებაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც ამჯერად იტალიას მიეძღვნა.

“ევროპული სკოლის“ გუნდი წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის ოლიმპიადის პირველ ეტაპზე

12 აპრილს გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჭადრაკში — “ნონა გაფრინდაშვილის თასი“, სადაც წარმატებით იასპარეზა ევროპული სკოლის გუნდმა.

14 აპრილი, დედა ენის დღე!

დედა ენის დღის აღსანიშნავად, ევროპულ სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები გაიმართა: თემატური გაკვეთილები, შემოქმედებითი გამოფენები, მოსწავლეთა პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. კვირეული კი საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა, სადაც მოსწავლეებმა ქართული სიტყვა მუსიკით, პოეზიითა და ცეკვით გააცოცხლეს.

ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

15 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.

აუტიზმის დღე

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის ფარგლებში, სკოლის ფსიქოლოგმა მეხუთე კლასის მოსწავლეებს აუტისტური სპექტრის თავისებურებები გააცნო. საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა არის აუტიზმი, რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები აუტისტური სპექტრით და რა უნიკალური შესაძლებლობები აქვთ მათ.

კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია

28 მარტს ქართული პროგრამის ასამბლეა გაიმართა თემაზე “კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 კლასელებმა, რომელთა სტუმარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ანი ჯანუყაშვილი.

“ევროპულმა სკოლამ“ და ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

“ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ახალგაზრდა ექიმ მეცნიერთა საზოგადოებამ წარმომადგენლების, ენდოკრინოლოგ ნინო ბერეკაშვილისა და ელენე შალაშვილის შეხვედრა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან.