გასტრონომიული ფესტივალი
“ევროპულ სკოლაში“ სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გასტრონომიული ფესტივალი მოეწყო, სადაც მშობლებმა 17 ქვეყანის განსხვავებული სამზარეულო წარადგინეს. ფესტივალის მულტიკულტურული გარემო კიდევ უფრო გაამდიდრა ქვეყნების სიმბოლოებმა, თემატურმა სუვენირებმა და ტრადიციულმა სამოსმა.
ხელების დაბანის მსოფლიო დღე
ხელების დაბანის მსოფლიო დღეს “ევროპულ სკოლაში“, ჰიგიენის დაცვის არსის გასაცნობიერებლად, მოზარდებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები დაიგეგმა. სკოლის ექიმები ბავშვებს ესაუბრნენ თითქოსდა უმარტივესი ქმედების, საპნით ხელების დაბანის მნიშვნელობაზე. ამ ღონისძიებას სახალისო მომენტებიც ახლდა. საღებავების გამოყენებით ხელების დაბანის წესების გაცნობა სასიამოვნო და დაუვიწყარ პროცესად იქცა.
კლუბების გამოფენა “ევროპულ სკოლაში“
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის კლუბების წარდგენა შთამბეჭდავ და მრავალფეროვან გამოფენაზე მოეწყო. რობოტების შოუზე დასწრებით, ზუმბას მასტერკლასში ჩართვით თუ კლუბების სტენდების გაცნობით, ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა დამთვალიერებელი.
იელის უნივერსიტეტის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
23 სექტემბერს “ევროპული სკოლის” საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურმა (UCCO) უმასპინძლა ჰანა მენდლოვიცს იელის უნივერსიტეტის საბაკალავრო ჩარიცხვების სამსახურიდან. ჩვენი მოსწავლეებისთვის ჰანასთან შეხვედრა იყო შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია იელის ჰოლისტური მიღების პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დინამიური სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
6 ივლისს “ევროპული სკოლა“ ამერიკის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ პიკნიკს დაესწრო. ღონისძიებაზე ამერიკული ტრადიციები გაცოცხლდა, წარმოდგენილი იყო პოპულარული ამერიკული კერძები და მუსიკა.
ბოლო ზარი - 2024
დღეს “ევროპულ სკოლაში“ XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს ბოლო გაკვეთილი მოსწავლეებს, მოეწყო ფოტოსესია, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთება. “ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი გამორჩეული ტრადიციაა - ხის დარგვა, სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, მათი ნაბიჯები კი შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის.
ევროპის დღე
“ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღე აღინიშნა კონფერენციით "ახალგაზრდობა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, სადაც ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე.
ცოდნის თეორიის (TOK) გამოფენის კომპონენტი
ცოდნის თეორია (TOK) არის ფუნდამენტური საგანი საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IBDP) ფარგლებში. მისი მიზანია მოსწავლის მეტაკოგნიტური და კონცეპტუალური აზროვნების ჩამოყალიბება, რაც მათ საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ ცოდნის ბუნებასა და არსზე.
THE Counsellor Awards 2024
“ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი გიორგი სიჭინავა უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალური კონკურსის გამარჯვებულია ნომინაციაში “წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“.
სააღდგომო გამოფენა
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სააღდგომო სამზადისი! ჩვენი პატარები ხალისიანი განწყობით, საკუთარი ხელით შექმნილი თექისა და ქაღალდის დეკორაციებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.
თვითმმართველობის დღე და კონკურსი ,,ნიჭიერი“
26 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება.
დედამიწის დღე
ერთი საათი ელექტროენერგიის გარეშე, დედამიწისადმი მიძღვნილი გაკვეთილები, ასამბლეები, კონფერენციები, ეკოფესტივალი, მოწვეული მწვანე კომპანიები, შეკეთებული, მეორადი სამოსი, ეკომეგობრული მოდის ჩვენება, ყველაზე მწვანე კლასისა და ყველაზე მწვანე ოფისის დაჯილდოება - ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა გახდეს უკეთესი, უფრო სუფთა და ჯანსაღი.