ხელმძღვანელის მისალმება

ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო კოლეგებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ”ევროპულ საბავშვო ბაღში”  ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ თქვენი შვილების განათლებისა და აღზრდის პროცესის ნაწილი.

ჩვენი საბავშვო ბაღი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ბავშვი იღებს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. ოჯახთან ერთად საბავშვო ბაღი უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებაში. ჩვენთან ბავშვებს დახვდებათ სიყვარულით სავსე გარემო, სადაც თითოეული მათგანი თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, ბედნიერად და დაფასებულად.

ცნობისმოყვარეობის, ინოვაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებით, ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან და ინკლუზიურ საზოგადოებას, სადაც თითოეულ ბავშვს შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი უნიკალური შესაძლებლობები.

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს, რომ ბავშვმა მიიღოს საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მეთოდებს, თამაშსა და სიყვარულს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ნდობა და ვცდილობთ, ის ყოველთვის გავამართლოთ.

მე, როგორც “ევროპული საბავშვო ბაღის“ ხელმძღვანელს, გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენს ბაღში გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება ჩვენი პატარებისთვის. ვაფასებთ თქვენს ნდობას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ხანგრძლივი იქნება.

პატივისცემით,

მარიამ ნადირაძე

ევროპული საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი