ახალი ამბები

ევროპული სკოლის ტრადიციული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

05 Oct 2014

ორშაბათს, 6 ოქტომბერს, ევროპულ სკოლაში იწყება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. შეჯიბრი ტარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაში:I კატეგორია - IV-VI კლასები;II კატეგორია - VII-IX კლასები;III კატეგორია - X-XII კლასები.გთავაზობთ ტურნირის განრიგს: 

ვულოცავთ!

03 Oct 2014

2014 წლის სექტემბერში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩაატარა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ნონა გაფრინდაშვილის თასი“.  აღნიშნულ ტურნირში ევროპული სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, სპორტის ოსტატმა, მრავალი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრიზიორმა, საქართველოს სპარტაკიადისა და თბილისის ჩემპიონმა, ქალბატონმა გიული ალიხანაშვილმა ქალთა შორის B ღია ტურნირში დაიკავა I ადგილი.  ვულოცავთ ქალბატონ გიულის გამარჯვებას!

ენების ევროპული დღე

30 Sep 2014

ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად ქ. თბილისში, ევროპის სახლში. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა ამა წლის 27 სექტემბერს.ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში. ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვა ევროპული სკოლის გუნდმა (ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP), ანი მაზანაშვილი (XI DP), ნანუკა გოგუაძე (XI DP), სალომე ჯოხაძე (Xბ), მარიამ გობიანიძე (Xა), ანა გორდეზიანი (X MYP)). ისინი დაჯილდოვდნენ ერთდღიანი გასართობ-შემეცნებითი ტურით ბორჯომში.კონკურსში - "ვიქტორინა ევროკავშრის შესახებ“, გაიმარჯვეს და პრიზებით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები: 1. ნანუკა გოგუაძე (XI DP) - I ადგილი ( კომპიუტერი)2. ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP) - II ადგილი ( პლანშეტური კომპიუტერი)3. ანი მაზანაშვილი (XI DP) - III ადგილი (უცხო ენის კურსი)

შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. ევროპული სკოლის სტუმარი

29 Sep 2014

პროექტის "მე მიყვარს კითხვა“ ფარგლებში ევროპული სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვამ თანამედროვე ცნობილ ქართველებს შორის (ბიზნესი, შოუ-ბიზნესი, სპორტი, ტელევიზია, მუსიკა) გამოავლინა ავტორიტეტული ადამიანები. პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში  XI-XII კლასელებს შეხვდა ბიზნესმენი, კომპანია ავერსის გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე. მან ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს.

ყურადღება!

28 Sep 2014

29 სექტემბრიდან ევროპულ სკოლაში იწყება მეცადინეობები სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებსა და სტუდიებში. წარმოგიდგენთ განრიგს: 

მშობელთა საყურადღებოდ!

23 Sep 2014

ევროპული სკოლის ისტ კათედრა პირველკლასელებისა და სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისთვის ატარებს ტრენინგს თემაზე :"ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში“.ტრენინგი ჩატარდება 25 სექტემბერს, ხუთშაბათს, 15:30 სთ-ზე ისტ კათედრაზე I კორპუსი, IV სართული, ოთახი 47.მსურველებს, გთხოვთ, დაესწროთ!ისტ კათედრა

განცხადება!

21 Sep 2014

ევროპული სკოლის ტრენინგ ცენტრი ამერიკის ან ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს  გთავაზობთ SAT-ის  მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ვერბალურ ნაწილში.

ყურადღება!

17 Sep 2014

“ევროპული სკოლა“ გთავაზობთ სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებას!