ახალი ამბები

მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“ ქ. ბერლინში

13 Apr 2017

უკვე მესამე წელია  ქ. მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია "სკოლა ეკოლოგიისათვის“. პროექტის მხარდამჭერები არიან:  ვენის აგრარული უნივერსიტეტი (ავსტრია), ბრემენის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი "კოტბუსი“(გერმანია)  და გერმანიის საგარეო სამინისტრო.   მიმდინარე წელს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  "ევროპული სკოლის" მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა ელენე ჯოხაძემ, ჯარჯი სვანიშვილმა და თორნიკე ყუბანეიშვილმა გერმანული ენის მასწავლებლის მთავრისა ბუსკივაძისა და ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა კაპანაძის, ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი "მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით“, რომელმაც გაიმარჯვა კონფერენციის 300 მონაწილეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და მიწვეულ იქნა კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ქ. ბერლინში სხვა 12 მონაწილესთან ერთად.   7-10 აპრილს მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, სადაც ჩატარდა გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და დისკუსიებში. შეადგინეს მანიფესტი, რომლითაც მსოფლიოს მოუწოდეს იზრუნონ ეკოლოგიისათვის. ჩვენი სკოლის გუნდი დაჯილდოვდა წარმატებული მონაწილის სერტიფიკატით.   სასიამოვნოა ისიც, რომ "ევროპული სკოლის“ გერმანული ენის მასწავლებელი მთავრისა ბუსკივაძე კონფერენციის ჟიურიმ დაასახელა გერმანულ ენაზე საუკეთესოდ მოსაუბრე მასწავლებელად.  ვულოცავთ "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვებას საერთაშორისო სარბიელზე და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

ქართული ენის კვირეული "ევროპულ სკოლაში“

13 Apr 2017

ლურჯი აპრილი,  ქართული სიტყვით აყვავებული ნატვრის ხე.   დღე პირველი  - სულმნათი შოთა  ეგებება "ევროპული სკოლის“ ბავშვებს  და ... მოგზაურობა  იწყება. ძველი ხელნაწერების გამოფენა იმ ეპოქაში გვაბრუნებს, რომელიც გვასწავლის:  "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.  ძნელია შეაღო ის კარი, რომელიც შოთას ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. "ევროპული სკოლის“ მე-8 კლასელებმა  კი ეს შეძლეს.  მათი ხედვა რომ  ძალიან ორიგინალური და თანამედროვეა, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა   ჩრდილების საშუალებით  გააცოცხლეს "ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები. 

"ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

31 Mar 2017

"შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და... გალაკტიონი“  "ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული  3 აპრილი - 7 აპრილი   

ყურადღება!

30 Mar 2017

2017 წლის 27-30 მარტს "ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკის III ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელიც სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.  ფესტივალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.   

ყურადღება!

27 Mar 2017

MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებში მიღებული ცოდნა სხვა თანატოლებისთვის გაეზიარებინათ. მათ ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ აირჩიეს.   "ევროპული სკოლის“ MYP-ის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციის "ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ ბენეფიციარებისათვის  ჩაატარეს საინტერესო და სახალისო ცდები. ბენეფიციარებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარუდგინეს.   ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მასპინძლებმა "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საზოგადოების ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმო "ხარატულაში“ ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. მეექვსეკლასელებმა კი ისინი "ევროპული სკოლის“ კედლის კალენდრებით დაასაჩუქრეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.   შეხვედრა მეტად საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა.

ვულოცავთ!

23 Mar 2017

ICT მასწავლებლის მაქსიმ  იავიჩისა და  X  MYP კლასის მოსწავლის მიხელ ბარანოვის სამეცნიერო სტატია:  "ონლაინ სწავლების სიმულაციის დადებითი ზეგავლენა საგანმანათლებლო პროცესზე"    დაიბეჭდა იმფაქტ  ფაქტორიან ჟურნალში - "თანამედროვე სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები".

“ევროპული სკოლის” ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის კვირეული

17 Mar 2017

"ვსწავლობთ და ვასწავლით XXI საუკუნეში““ევროპული სკოლის” ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის კვირეული20 მარტი - 24 მარტი 

ვულოცავთ!

15 Mar 2017

2017 წლის 26 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეთათვის ჩატარდა ლოგიკური თამაშების ლიგა. კონკურსში მონაწილე 116 გუნდს შორის მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა "ევროპული სკოლის“ XIა კლასის გუნდმა "აქსიომა“:  გიორგი ლელუაშვილის, ნუგზარ მამალაძისა და ილია გოგიჩაიშვილის შემადგენლობით.  თითოეულს გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის 2 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. ჩვენმა მოსწავლეებმა,   2018 სასწავლო  წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, უკვე შეძლეს საკუთარი ცოდნით სწავლის დაფინანსება. ვულოცავთ გიორგის, ნუგზარსა და ილიას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე რთული გზის   წარმატებით გავლას. 

ინგლისური ენის კონკურსი თინეიჯერებისთვის

01 Mar 2017

13-15 ან 16-18 წლამდე ასაკის ხართ?   ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას ჩააბაროთ ინგლისური ენის კომპიუტერული ტესტი -   Aptis და მიიღოთ სერთიფიკატი რომლის საშუალებითაც:   • დაადგენთ თქვენი ინგლისური ენის  ცოდნის დონეს  კითხვის, წერის და მოსმენის უნარებში;   თქვენთვის საინტერესო იქნება იცოდეთ, რომ გრამატიკისა და ლექსიკის შეფასებასთან ერთად შეფასდება ინგლისური ენის უნარები (კითხვა, წერა და მოსმენა) ცალ-ცალკე.  ტესტის  შედეგები  მოცემული იქნება როგორც ქულებში   (0-50 ქულამდე), ასევე ვერბალურად, უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული  ჩარჩოს (CEFR)  შესაბამისი დონის მითითებით (A1, A2, B1, B2, C).   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას ინგლისური ენის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად;   • განსაზღვრავთ თქვენს მზაობას უმაღლესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად (FCE, CAE, IELTS, TOEFL);   • განსაზღვრავთ ენის რომელი უნარის (კითხვა, წერა, მოსმენა) გაუმჯობესება გესაჭიროებათ სასურველი შედეგის მისაღწევად.