ახალი ამბები

კონკურსი "ნიჭიერი“ “ევროპულ სკოლაში”
01 Mar 201724-28 თებერვალს "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა კონკურსი "ნიჭიერი“. სკოლის დირექტორის ბრძანებით ჩამოყალიბდა კონკურსის დებულება, საორგანიზაციო ჯგუფი და ჟიური შემდეგი შემადგენლობით: 1. ლევან წულაძე - თბილისის კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (ჟიურის თავმჯდომარე); 2. დავით გომართელი - პოპულარული მომღერალი; 3. ეკატერინე ბაქრაძე - "ევროპული სკოლის“ AHS XII კლასის მოსწავლე, "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე; 4. მარიამ გობიანიძე - "ევროპული სკოლის“ IB პროგრამის XII კლასის მოსწავლე, "ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე; 5. დიმიტრი გოზალიშვილი - "ევროპული სკოლის“ V ა კლასის მოსწავლე, 2016 წლის კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე; 6. ალექსანდრე ყარალაშვილი - "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული, "კავკასიის უნივერსიტეტის“ II კურსის სტუდენტი, 2013 წლის კონკურს "ნიჭიერის“ ნახევარფინალური ტურის მონაწილე. 15 თებერვალს ჩატარდა კონკურსის შესარჩევი მოსმენა. მოსმენაზე წარმოდგენილი იყო 27 ნომერი. მათგან 16 - გადავიდა პირველ ტურში.

ყურადღება!
28 Feb 2017"ევროპული სკოლა“გიწვევთთვითნასწავლი მხატვრის მარინა ჯაფარიძის ნამუშევართა გამოფენაზე 2017 წლის 1-3 მარტიLondon Avenue

ვულოცავთ!
24 Feb 20172016 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათან ერთად VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა კონკურსი,,JUNIOR ATSUHACK“. ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდებოდა.

“ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული
17 Feb 2017“უცხოურ ენათა სამყაროში” “ევროპული სკოლის” უცხოური ენების კათედრის კვირეული20 თებერვალი - 23 თებერვალი

ვულოცავთ!
16 Feb 2017IB სექტორის სადიპლომო პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლემ, სტეფანია-ალექსანდრა პიროჟკამ LCC International University-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო გამოსვლის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა. ვულოცავთ სტეფანიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.

ვალენტინობა
15 Feb 2017"ევროპულ სკოლაში“, ტრადიციისამებრ, აღინიშნა ვალენტინობა. სიყვარულის დღეს "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს რომეო და ჯულიეტა ულოცავდნენ უკვდავი მელოდიის ფონზე, რომელსაც ნინა თალაკვაძე ვიოლინოზე ასრულებდა. დღის ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც "ევროპული სკოლის“ უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.