ახალი ამბები

კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

09 Jan 2017

29 დეკემბერს "ევროპულმა სკოლამ" ტრადიციულად უმასპინძლა კურსდამთავრებულებს. ეს კიდევ ერთი თბილი შეხვედრა იყო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ "ევროპული სკოლა" არასდროს ივიწყებს და მუდამ ამაყობს თავისი კურსამთავრებულებით.   ღონისძიებას უძღვებოდნენ: სალომე ჯოხაძე, გიგა აფხაიძე და მარიამ ჩიკვაიძე.   კურსდამთავრებულებისთვის იმღერეს დიმიტრი გოზალიშვილმა და ლევან ელოიძემ. "ევროპული სკოლის" ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულეს: გულიკო სიმაევმა, ხატია კილაძემ და თემიკო ჭიჭინაძემ. დაუკრეს ბენდის ყოფილმა წევრებმა: ლუკა ჯიბუტმა და სანდრო ყარალაშვილმა.   კურსდამთავრებულებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.ირაკლი კიკორიამ ისაუბრა "კურსდამთავრებულთა პლატფორმის" გეგმებზე.   ღონისძიების დასასრულს "ევროპულმა სკოლამ“ კურსდამთავრებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისათვის.

ყურადღება!

31 Dec 2016

"ევროპულ სკოლაში" სწავლა განახლდება 2017 წლის 16 იანვარს.

ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“ დასრულდა!

22 Dec 2016

 "ევროპული სკოლის“ დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ინიციატივით, ჩვენი სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი "ჩემი ოცნების სკოლა“.

ყურადღება!

17 Dec 2016

2016 წლის 19 ნოემბერს, ორშაბათს, 15 საათზე "ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართება მოსწავლეთა ნახატების კონკურსში,  "ჩემი ოცნების სკოლა“, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. გთხოვთ, გვეწვიოთ!   "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

საშობაო გამოფენა-გაყიდვა

14 Dec 2016

15 დეკემბერს, 12.30-ზე "ევროპულ სკოლაში"  ხელნაკეთი ნივთების  საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. სხვა ავტორებთან ერთად  თავიანთ   ნამუშევრებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც წარმოადგენენ.  გთხოვთ, გვეწვიოთ! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია